წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 798

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2020 16:59

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2020

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს„ვიონი საქართველომ“ წერილით 695/20 12.10.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5322 13.10.2020) სადაც კომისიის 2020 წლის 25 ივნისის № გ-20-9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“   გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ითხოვდა კომისიის თანხმობას აღნიშნულ წერილში მოცემული პაკეტის ცვლილების თაობაზე.

შპს „ვიონი საქართველო“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მისმა გადაცემამ მესამე პირებისათვის შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, წარმოდგენილი დასაბუთება შეიცავს კომპანიის კომერციულ ხედვას კონკრეტული ტარიფების შესახებ.

შესაბამისად, კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 2020 წლის 12 ოქტომბერს წერილით 695/20 12.10.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5322 13.10.2020) შპს „ვიონი საქართველომ“ მოითხოვა ამავე წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 695/20 12.10.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5322 13.10.2020) წერილით მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული  ინფორმაცია გასაიდუმლოვდება    უვადოდ.    კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმა

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  დაკმაყოფილდეს შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად:  შპს  „ვიონი  საქართველოს“  მიერ  2020 წლის  12  ოქტომბერს  წერილით  695/20 12.10.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5322 13.10.2020) წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დაგეგმილი ცვლილების თაობაზე და ამავე წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ექსელის ცხრილის სახით;

2.  ინფორმაცია  შპს „ვიონი საქართველოს“  კომერციულ  საიდუმლოებად  ჩაითვალოს შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ),   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.   გადაწყვეტილება ძალაში      შევიდეს      კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)   გამოქვეყნების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა  კოლეგიაში (თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების   კომისიის  ოფიციალურ   ვებ   გვერდზე   (www.comcom.ge)   გამოქვეყნების დღიდან  ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები