წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-20-20 / 927

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2020 0:46

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2020

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა მიმართა სს „სილქნეტმა“ წერილით 5625/05-8 25.11.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5948) სადაც, კომისიის 2020 წლის 25 ივნისის № გ-20-9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ითხოვდა კომისიის თანხმობას აღნიშნული წერილის დანართში მოცემულ საცალო ტარიფებში ცვლილების თაობაზე.

სს „სილქნეტმა“ 2020 წლის 7 დეკემბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6140) წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია შემოსავლებისა და მოხმარებული ტრაფიკების შესახებ.

სს „სილქნეტმა“ 2020 წლის 15 დეკემებრს დამატებით მიმართა კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6282) სადაც აღნიშნავს, რომ 7 დეკემბერს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6140) წარმოდგენილი ინფორმაცია შეინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მისმა გადაცემამ მესამე პირებისათვის შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, წარმოდგენილი დასაბუთება შეიცავს კომპანიის კომერციულ ხედვას კონკრეტული ტარიფების შესახებ.

შესაბამისად, კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 2020 წლის 15 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6282) სს „სილქნეტმა“ მოითხოვა 5625/05-8 25.11.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5948) და 7 დეკემბერის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6140) წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   27/2  მუხლის,   31-ე   მუხლის   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომისიამ შეისწავლა სს „სილქნეტის“ მიერ 5625/05-8 25.11.2020 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-20-6/5948) და 7 დეკემბერის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6140)   წერილებით მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმა

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად: სს „სილქნეტის“ მიერ 2020 წლის 25 ნოემბერს 5625/05-8 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია სს „სილქნეტის“ მიერ დაგეგმილი ცვლილების თაობაზე და 2020 წლის 7 დეკემბერის (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-20-6/6140) წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ექსელის ცხრილის სახით;

2.    ინფორმაცია    სს   „სილქნეტის“    კომერციულ    საიდუმლოებად    ჩაითვალოს  სს „სილქნეტის“  მიერ  ინფორმაციის  განსაიდუმლოების  შესახებ  კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ),   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში   შევიდეს    კომისიის ოფიციალურ    ვებ  გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების      კომისიის      ოფიციალურ      ვებ      გვერდზე      (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან  ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები