წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-21 / 969

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2020

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ (შემდგომში „აკადემია“) 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა 2020 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2021 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად: კომისიის 2021 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა შეადგინა   11,935,003   ლარი,   საიდანაც   რეგულირების საფასურის  შემოსავალი  არის 8,466,930 ლარი, რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის შემოსავალი 3,133,291 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავლები 334,782 ლარი. სარეზერვო ფონდიდან ასათვისებელმა თანხამ შეადგინა 3,316,997 ლარი. შესაბამისად, 2021 წლის საპროგნოზო შემოსავლებისა და ასათვისებელი სარეზერვო ფონდის თანხის ჯამი შეადგენს 15,252,000 ლარს.

2021 წლის  დაგეგმილი  ხარჯების მოცულობა, 2020  წლის ბიუჯეტის თერთმეტი  თვის ფაქტიური ხარჯებიდან და კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი   სავარაუდო   ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 15,252,000 ლარით, საიდანაც მედიაწიგნიერების   ხარჯები   შეადგენს 3,133,291  ლარს, რომელიც მოიცავს აკადემიის მიზნობრივ დაფინანსებას თანხით  2,464,033 ლარი.

II.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი   პუნქტის   თანახმად,   ეროვნული   მარეგულირებელი  ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.

2. „ეროვნული   მარეგულირებელი   ორგანოების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   145 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად აისახება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

4.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

5. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 141  მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია   თავისი   უფლებამოსილების   ფარგლებში  შეიმუშავებს   და ამტკიცებს მედიაწიგნიერების განვითარების  ხელშეწყობის   სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის  და ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.

6. როგორც აღინიშნა, 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების     შეუფერხებელი  შესრულების    უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის პროექტი  შემუშავდა 2020 წლის ფაქტიური  შემოსავლებიდან  და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  მიერ წარმოდგენილი 2021 წლის სავარაუდო  ხარჯების გათვალისწინებით. კომისია  მიიჩნევს,  რომ კანონმდებლობის    საფუძველზე, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს კომისიისა და აკადემიის 2021 წლის ბიუჯეტი.

III.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  ეროვნული  „მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 145 მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 141 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა: 1.  დამტკიცდეს კომისიის 2021 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

2.   დამტკიცდეს აკადემიის 2021 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

3. დაევალოს აკადემიის   აღმასრულებელ   დირექტორს   მიზნობრივი  დაფინანსების მისაღებად კომისიაში ინვოისების წარმოდგენა.

4. დაევალოს აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს კომისიაში ყოველთვიური ფაქტიური ხარჯების ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა, თანდართულ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლებთან ერთად, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით.

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები