შპს „იპნეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2020 17:15
მიღების თარიღი იანვარი 30, 2020
შპს „იპნეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „იპნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №20-6/314, 23.01.2020;№20-6/331, 24.01.2020; №20-6/333, 24.01.2020) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იპნეტის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ არის შევსებული შემდეგი ველები: საწარმოს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, ვებგვერდი, ასევე არ არის შევსებული საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრები, მონაცემები საწარმოს დამფუძნებლებისა და საწესდებო კაპიტალში მათი წილების (%) შესახებ. ავტორიზაციის კატეგორიებში არ არის მითითებული, თუ რა მომსახურებაზე სურს ზემოაღნიშნულ კომპანიას ავტორიზაციის გავლა. თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი კომპანიის წესდება და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „იპნეტს“ (ს/კ434176660) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №20-6/314, 23.0.2020) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;
2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „იპნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იპნეტისთვისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს
„იპნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
