წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: გ-20-22 / 69

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 10, 2020 22:05

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 03 თებერვალს, 11:00 საათზე კომისიაში (მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული), „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ (შემდგომში „კომისიის დებულება“) მე–3 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის  2020 წლის 23 იანვრის Nგ-20-22/26 გადაწყვეტილების  შესაბამისად, ჩატარდა კომისიის თავმჯდომარის არჩევნები. არჩევნების შედეგების მიხედვით, 3 (სამი) ხმით კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კომისიის წევრი - კახი ბექაური. არჩევნების დასრულებისთანავე, კომისიის 2020 წლის 23 იანვრის Nგ-20-22/26 გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილ იქნა კენჭისყრის ოქმი, რომელიც ამავე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების შედეგების დამტკიცების მიზნით, წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე–3 მუხლის,  კომისიის 2020 წლის 23 იანვრის Nგ-20-22/26 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტისა და 2020 წლის 03 თებერვლის კენჭისყრის ოქმის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაურის არჩევა, კომისიის 2020 წლის 23 იანვრის Nგ-20-22/26 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კენჭისყრის ოქმის საფუძველზე;

2. კომისიის 2020 წლის 23 იანვრის Nგ-20-22/26 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ 2020 წლის 03 თებერვლის კენჭისყრის ოქმი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.   კახი   ბექაურის,   როგორც   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული  კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 03 თებერვლიდან 3 (სამი) წლის ვადით;

4.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   გადაწყვეტილების   გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები