წვდომის მენიუ

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: გ-20-23 / 112

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2020 15:30

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზესაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის 3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებული  პირები (შემდგომში „ავტორიზებული პირები“) ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობას. ამ დროს, ავტორიზებული პირი, რომელიც გეგმავს ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობას (ანძა, კანალიზაცია, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი ა.შ.) კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულია აიღოს შესაბამისი ნებართვა ან აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს, ხაზობრივი ნაგებობის კლასის შესაბამისად. მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ასევე უნდა წარედგინოს სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეების ან/და ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  თანხმობა,  ხოლო  საზოგადოებრივი  სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა. აღნიშნული პროცედურების ელექტრონული წესით, ერთიანად და მოკლე დროში განხორციელება შეზღუდულია იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18/09/2008 წლის დადგენილებაში 15/04/2019წ. შესული ცვლილების თანახმად გადაცემის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატებს გაუჩნდათ აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება. პორტალზე ასევე დარეგისტრირებული არიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანობი,    აქედან    გამომდინარე    აღნიშნული    პორტალი    შესაძლებლობას    აძლევს ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის განმახორციელებელ პირს, მოიპოვოს თანხმობა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის განაწილების, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიანტების, მათ შორის ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი სხვა პირებისაგან და მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს. თანხმობის მოპოვება ხდება ელექტრონულად, ერთ სივრცეში, თანხმობის გამცემი ყველა პირისაგან ერთდროულად.     აღნიშნული გამარტივებული პროცედურა ავტორიზებულ პირებს საშუალებას მისცემს გაცილებით მოკლე დროში და ერთიანად მიიღონ მომსახურება (ნებართვა/თანხმობა) ქსელის მშენებლობაზე, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება საკომუნიკაციო ქსელის სწრაფ განვითარებას, ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებას, ახალი აბონენტების  აყვანის და ქსელში ჩართვის და მათთვის მომსახურების მიწოდების დროის შემოკლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ავტორიზებულ პირებს დაეკისროთ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში  ცვლილებების    შეტანის    თაობაზე    საქართველოს    კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის ავტორიზებულ პირებს კი  მიეცემათ    გარკვეული    ვადა    ელექტრონული    სერვისების    ერთიან    პორტალზე რეგისტრაციისთვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006  წლის 17  მარტის №3  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 12 მარტს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივ    დეპარტამენტს    (ი.  ბუთბაია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების    შესახებ    ცნობისა    და    დადგენილების    პროექტის  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები