„შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2020 14:32
მიღების თარიღი აპრილი 16, 2020
„შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებებით მიმართა შპს „დი+“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/2516, 03.06.2019; №შ-19-7/2517, 03.06.2019; №შ-20-7/1937, 10.04.2020) და ითხოვა კომისიას ემსჯელა გარკვეული სამაუწყებლო პუნქტების დამატების თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დი +“ ფლობს:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიას, კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისიდან - 2025 წლის 17 ივნისამდე; ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ძირითადი გადამცემი სადგურების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:




შენიშვნა1: *„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად კონკურსში გამარჯვებულისთვის დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე;
შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 3: მიმართული გადამცემი ანტენების გასხივების დიაგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:
ბათუმი: 210 °/2 dB, 220°/2.5 dB, 230°/3 dB, 240°/3 dB, 250°/3 dB, 260°/2.5 dB, 270°/2 dB, 280°/2.7 dB, 290°/3.3 dB,300°/4.3 dB, 310°/2.9 dB, 320°/1.5 dB.
დმანისი: 140°/1.2 dB, 150°/2.6 dB, 160°/3.2 dB, 170°/4.4 dB, 180°/4.3 dB, 190°/2.9 dB, 200°/1.9 dB, 210°/0.7dB. დედოფლისწყარო: 20°/0.5 dB, 30°/1.3 dB, 40°/1.3 dB, 50°/2 dB, 60°/3.5 dB, 70°/5.3 dB, 80°/4.7 dB, 90°/2 dB. კოჯორი: 0°/7dB, 10°/3dB, 20°/2dB, 30°/1dB, 40°/0dB, 50°/1dB, 60°/2dB, 70°/3dB, 80°/8dB, 90°/10dB, 100°/15dB,110°/20dB, 120°/22dB, 130°/25dB, 140°/23dB, 150°/22dB, 160°/20dB, 170°/23dB, 180°/26dB, 190°/28dB, 200°/26dB,210°/25dB, 220°/22dB, 230°/25dB, 240°/26dB, 250°/28dB, 260°/26dB, 270°/23dB, 280°/20dB, 290°/22dB, 300°/23dB,310°/25dB, 320°/22dB, 330°/20dB, 340°/10dB, 350°/8dB.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 13 აპრილის N 20-10-878 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს შპს „დი+“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირება და ქვემოთ მითითებული სამაუწყებლო პუნქტების დამატება შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიისთვის:



კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
2020 წლის 14 აპრილს შპს „დი+“-მა გვაცნობა, რომ კომისიის 20120 წლის 16 აპრილის ონლაინ სხდომას დაესწრება კომპანიის წარმომადგენელი ნატალია გელაძე. კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომაზე ნატალია გელაძემ ტექნიკური პრობლემის გამო ონლაინ ჩართვა ვერ განახორციელა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და მე-IX თავების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2020 წლის 21 მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დი+”-სთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
