შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2020 14:17
მიღების თარიღი აპრილი 16, 2020
შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11პუნქტის ბ)ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „I ექსკლუზივი საქართველო“ (ს/კ 402051088) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია (BR-5054, 07.06.2018) გავლილი აქვს შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 14 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2020 წლის პირველი აპრილის (Nშ-20-10-826) და ბაზრის ანალიზის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2020 წლის 16 მარტის (N 20-10-722) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები, წარმოსადგენი აქვს 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის იანვრის და თებერვლის და მარტის თვის 1,9 ფორმები. კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება ასევე კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 27 მარტის სამსახურებრივი ბარათიდან (№20-10-803) ირკვევა, რომ შპს „I ექსკლუზივი საქართველო“ მაუწყებლობას არ ახორციელებს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე.
კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ დირექტორი ნათია კეპაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს მაუწყებლობის დაწყებას 2020 წლის მაისის შუა რიცხვებიდან.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ასევე სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ (ს/კ 402051088) ავტორიზაციის (BR-5054, 07.06.2018) შეჩერების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2020 წლის 21 მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „I ექსკლუზივი საქართველოსთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
