წვდომის მენიუ

„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: გ-20-23 / 482

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2020 18:08

მიღების თარიღი ივნისი 04, 2020

„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020  წლის  28  თებერვლის N1  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის  მიზნით  საჯარო  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების  თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, „ბავშვის  უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების  თარიღის  გადავადებიდან გამომდინარე კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის N1 დადგენილება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“  საჭიროებს ცვლილებების შეტანას, კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში  მოყვანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, კომისიაში უნდა დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  „ბავშვისთვის  საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020  წლის  28 თებერვლის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020  წლის 28 თებერვლის N1  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2.   ზეპირი    მოსმენა    გაიმართოს    2020   წლის   2   ივლისს,    15:00   საათზე,    ხოლო დადგენილება   მიღებულ  იქნას  ზეპირი  მოსმენის   ჩატარებიდან   10  სამუშაო  დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) და სამართლებრივ   დეპარტამენტს   (ი. ბუთბაია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ნ.ჯანელიძე)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები