ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2020 18:08
მიღების თარიღი ივლისი 16, 2020
ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ი/მ ”კორნელი შუღლაძემ“ (№შ-20-7/3536, 08.07.2020), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”კორნელი შუღლაძე“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B123 ლიცენზიას კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა)ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 9 მარტამდე;
ე)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თერჯოლა, საპოვნელას საკომუნიკაციო ანძა |
100.6 |
FM |
V |
წრიული |
500 |
42°10'53"N 42°47'09"E |
50 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ი/მ „კორნელი შუღლაძის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2020 წლის 20 აგვისტოს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა)საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”კორნელი შუღლაძისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
