წვდომის მენიუ

ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-20-23 / 698

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2020 1:24

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2020

ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

“საქართველოს      კომუნიკაციების      ეროვნული      კომისიის      2011      წლის    N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12  მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ)  არ  წარუდგენს  კომისიას  რეგულირების  საფასურის  გაანგარიშებებს  ან წარუდგენს  ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ (ს/კ 223353724) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია (BR-1247, 05.03.2015) გავლილი აქვს შემდეგი  პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოდგენილი აქვს ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.

კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის პირველი სექტემბრის სამსახურებრივი ბარათიდან (№20-10-1785) ირკვევა, რომ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ მაუწყებლობას არ ახორციელებს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  95-ე  მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ შეტყობინება (Nგ-20-03/2826) გაეგზავნა 2020 წლის 7 სექტემბერს ელექტრონულ მისამართზე.

კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ წარმომადგენელი.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ასევე სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის,  71-ე მუხლის  მე-3  პუნქტის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  95-ე,  115-ე  მუხლის,  177-ე   მუხლის  მე-4  ნაწილის  და  IX  თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ (ს/კ223353724) ავტორიზაციის (BR-1247, 05.03.2015) შეჩერების თაობაზე;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2020   წლის   15   ოქტომბერს 15:00  სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე     თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები