წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-20-23 / 870

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2020 20:26

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ  2017  წლის  16  მაისს  კომისიის  მიერ  მიღებულ  იქნა გადაწყვეტილება  №345/22 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილ იქნა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება:    0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით).

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ვადის გაგრძელების განხილვის მიზნით, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის  დროებითი  რეგულაციის  დადგენის  თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 31 დეკემბერს 12.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4.  გადაწყვეტილება ცალკე  გასაჩივრებას  არ   ექვემდებარება  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები