წვდომის მენიუ

შპს „სმარტნეტის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-3 / 333

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2020 16:33

მიღების თარიღი მარტი 12, 2020

შპს „სმარტნეტის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე   ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი    ადმინისტრაციული    კოდექსისა    და    „პერსონალურ    მონაცემთა  დაცვის    შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის,  მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სმარტნეტი“ (ს/კ415596108) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისია აღნიშნავს, რომ  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის (Nშ-20-10-237) და ბაზრის ანალიზის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2019 წლის 31 იანვრის (Nშ-19-10-276) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „სმარტნეტი“ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს და კომისიაში 2019 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, შპს „სმარტნეტს“ სხვა ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორებად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სმარტნეტის“, ავტორიზაციის შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „სმარტნეტს“ საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე.

შპს „სმარტნეტს“ შეტყობინება საკითხის განხილვის თაობაზე ჩაბარდა მითითებულ მისამართებზე. 2020 წლის 27 თებერვლის სხდომას ესწრებოდა კომპანიის დირექტორი გიორგი ხახიშვილი.  გიორგი   ხახიშვილმა   აღნიშნა,   რომ  არსებობს  ორი   კომპანია   სახელწოდებით „სმარტნეტი“. ერთი კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერია 415596108, ხოლო მეორე კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერია 415591101. ორივე კომპანია არის ავრორიზებული პირი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. გიორგი ხახიშვილი წარმოადგენს შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415596108) დირექტორს და 33%-იანი წილის მფლობელს და ასევე შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415593101) 33%-იანი წილის მფლობელს. გიორგი ხახიშვილის ინფორმაციით ორივე კომპანიას ჰყავს ერთიდაიგივე ბუღალტერი, რომელსაც აერია კომპანიები. ბუღალტერი შემოსავლების და აბონენტების თაობაზე ინფორმაციას ავსებდა შპს „სმარტნეტზე“ საიდენტიფიკაციო ნომრით 415593101, ნაცვლად იმისა, რომ შეევსო შპს „სმარტნეტზე“ საიდენტიფიკაციო ნომრით 415596108. მან სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ შპს „სმარტნეტი“ საიდენტიფიკაციო ნომრით 415596108 ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას და ჰყავს აბონენტები, ხოლო  შპს „სმარტნეტი“ საიდენტიფიკაციო ნომრით 415593101 მიმდინარე წლიდან აღარ ფუნქციონირებს და შესაბამისად ეს კომპანიის მოითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას. მან სხდომაზე დააფიქსირა მზადყოფნა, შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415593101) მხრიდან ავტორიზაციის  გაუქმების  წერილობით  მოთხოვნის  თაობაზე  და  ასევემზადყოფნა, რომ  შპს „სმარტნეტი“ (ს/ნ 415596108) კომისიაში წარმოადგენს დაზუსტებულ ინფორმაციას საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 5 მარტს, 15:00 საათზე.

2020 წლის 5 მარტის სხდომაზე საკითხის განხილვა კვლავ გადაიდო 2020 წლის 12 მარტის 15:00 საათისთვის ვინაიდან შპს „სმარტნეტს“ (ს/ნ 415596108) არ ჰქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიაში.

2020 წლის 12 მარტის კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415596108) წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415596108) მიერ სრულად არის დაკორექტირებული მონაცემები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში და გადახდილია რეგულირების საფასური. შესაბამისად მონაცემების დაკორექტირების შემდგომ აღარ ფიქსირდება შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415596108) ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლები, შესაბამისად მიზანშეწონილია შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415596108) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონი კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,    მათულ     შორის,    საქართველოს მთავრობის  დადგენილებები,  აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ)  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია  გადაიხადოს  რეგულირების საფასური;

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას  დაქვემდებარებული  საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12  დადგენილების  შესაბამისად,  დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო  თვის  მომდევნო  თვის  20  რიცხვისა,  ამ  დადგენილებით  განსაზღვრული ფორმით (დანართი №1)   ელექტრონულად, კომისიის საერთო    სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას    ინფორმაცია   საანგარიშო   თვის   გაანგარიშებული რეგულირების   საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.   „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2008   წლის   25 ივლისის№421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად  გამოცხადებისა  და  ახალი  სტატისტიური ანგარიშგების   ფორმების   დამტკიცების  შესახებ“   კომისიის   2011   წლის   25   მარტის   №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22   გადაწყვეტილების       ნაწილობრივ    ძალადაკარგულად   ცნობისა   და  სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის  2016 წლის  11  თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად  კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება  ახალი  პირობებით,      ასევე  სტატისტიკური  აგარიშგების  ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ  ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის  ან    მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ    გადაწყვეტილების  დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური  ანგარიშგების   ფორმების  შევსება  და  კომისიაში წარმოდგენა, ამ  ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების,  დარღვევის  ან/და ლიცენზიის  მფლობელის  მიერ  სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ  არ   შეიძლება   იყოს   კონფიდენციალური. ავტორიზებული   პირის   მიერ  არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   კომისიას   მიაჩნია,   რომ   შპს   „სმარტნეტის“  (ს/ნ 415596108) მიერ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არასწორი ინფორმაციის წარმოდგენით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12   მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს  კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის    2011    წლის    25მარტის   N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ  ძალადაკარგულად  ცნობისა  და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სმარტნეტის“ (ს/ნ 415596108)  სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერების პრინციპი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45- ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   53-ე მუხლის,  76-ე მუხლის   პირველი   ნაწილის   ბ)   ქვეპუნქტის,   95,    98-ე   და   99-ე   მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების მე-4  მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13  და  მე-14  პუნქტების,„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა  და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის    2005 წლის  28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული    კომისიის 2011    წლის    25    მარტის   N144/22    გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. შეწყდეს  შპს  „სმარტნეტის“  (ს/კ  415596108)  ავტორიზაციის  შეჩერების  თაობაზე  დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. შპს „სმარტნეტი“ (ს/ნ 415596108) ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005   წლის   28   ოქტომბრის   №12  დადგენილების   და   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

3. შპს „სმარტნეტი“ (ს/ნ415596108) გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „სმარტნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან   გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.   დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.   ვოტ)   შპს   „სმარტნეტისთვის“   წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;

6.  გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7.  გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      ქ.თბილისის      საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

კახი ბექაური თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები