სს „გლობალ სელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N526 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის № გ20-15/131 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2020 23:18
მიღების თარიღი ივნისი 11, 2020
სს „გლობალ სელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N526 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის № გ20-15/131 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გლობალ სელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/2920,03,06,2020) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N526 უფლების გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ სელი“ ფლობს კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის № გ20-15/131 გადაწყვეტილებით მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N526 უფლებას 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერზე (541 000 000 -541 009 999).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გლობალ სელს“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტი არ ჰყავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს სს „გლობალ სელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N526 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის № გ-20-15/131 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „გლობალ სელისთვის“ ჩაბარებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გლობალ სელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს „გლობალ სელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
