რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2280 უფლების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 მარტის № გ-20-7/312 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2020 18:32
მიღების თარიღი ივლისი 02, 2020
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2280 უფლების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 მარტის № გ-20-7/312 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „იუნაითედ თრანსფორთ გრუფმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 20 ივლისს; ს.კ. №404904911) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/3251, 23.06.20) და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 მარტის №გ-20-7/312 გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2280 უფლების გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუნაითედ თრანსფორთ გრუფი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას № F 2280 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 156.725 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ფოთში, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 29 მარტიდან 2021 წლის 29 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 მარტის № გ-20-7/312 გადაწყვეტილებით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2280 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „იუნაითედ თრანსფორთ გრუფისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2020 წლის 12 მარტის №გ-20-7/312 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„იუნაითედ თრანსფორთ გრუფისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს„იუნაითედ თრანსფორთ გრუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
