საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2020 18:20
მიღების თარიღი მარტი 19, 2020
საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№შ-20-7/1209, 09.03.20) მიმართა საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციამ (რეგისტრირებული 2020 წლის 27 ნოემბერს ეროვნული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგ. №06/9-209; ს/კ 204420518) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ხელახალი ნებართვის მიღების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციას კომისიის 2007 წლის 18 იანვრის №31/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L0G. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებული წესებით“ დადგენილი სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესის შესაბამისად, კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის გამოყოფილია სახმობი ნიშანი 4L0G, რომლის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, „E“ კატეგორიის რადიომოყვარული მამუკა კორძახია (სახმობი ნიშანი 4L2M).
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულ ასოციაციას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 19 მარტიდან 2025 წლის 19 მარტამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
EN - 07 |
საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაცია |
ქ. თბილისი, აღმაშენებლის 70 |
4L0G |
„E“ |
2. საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციია, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
