რადიომოყვარულ ზაურ კაკოშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2020 12:31
მიღების თარიღი ივლისი 09, 2020
რადიომოყვარულ ზაურ კაკოშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/3104,15.06.20) მიმართა მოქალაქე ზაურ კაკოშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზაურ კაკოშვილი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2012 წლის 6 მარტის № 175/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L4Z. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ზაურ კაკოშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 9 ივლისიდან 2025 წლის 9 ივლისამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
A1 - 050 |
ზაურ კაკოშვილი |
ქ. რუსთავი, 12 მკრ-ნი, კორპ. 29, ბ.123 |
4L4Z |
„A“ |
2. რადიომოყვარული ზაურ კაკოშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ზაურ კაკოშვილისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ზაურ კაკოშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
