წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ოთარ მღებრიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 564

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2020 21:02

მიღების თარიღი ივლისი 16, 2020

რადიომოყვარულ  ოთარ მღებრიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“)აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/3384,30.06.20) მიმართა მოქალაქე ოთარ მღებრიშვილმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ოთარ მღებრიშვილი არის „A“ კატეგორიის ვეტერანი რადიომოყვარული და კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №654/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L4O. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს სახმობის ხელახალ მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ოთარ მღებრიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 16 ივლისიდან 2025 წლის 16 ივლისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

R1 - 02

 

ოთარ მღებრიშვილი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. მატანი

 

4L4O

 

„A“

2. რადიომოყვარული ოთარ მღებრიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების   (IARU)   მოქმედი   ინსტრუქციების   შესაბამისად,   ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული    რადიოსამოყვარულო    სამსახურის    რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ოთარ მღებრიშვილისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი

№ 64) მოქალაქე  ოთარ მღებრიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები