წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ვაჟა ივანიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 681

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 16:48

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020

რადიომოყვარულ ვაჟა ივანიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/4200, 17.08.20) მიმართა მოქალაქე ვაჟა ივანიშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, წულაძის პირველი შესახვევი, № 13) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვაჟა ივანიშვილი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2015 წლის 30 ივლისის № 443/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1TS. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ვაჟა ივანიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 3 სექტემბრიდან 2025 წლის 3 სექტემბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-026

 

ვაჟა ივანიშვილი

 

ქ.თბილისი, წულაძის I შესახვევი, № 13

 

4L1TS

 

„B“

2. რადიომოყვარული   ვაჟა ივანიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების   (IARU)  მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო  კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე  ვაჟა ივანიშვილისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე   ვაჟა ივანიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები