წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ შოთა ნადირაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 682

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 16:52

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020

რადიომოყვარულ შოთა ნადირაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/4208, 17.08.20) მიმართა მოქალაქე შოთა ნადირაძემ (მცხ. ქ. გორი, ნინოშვილის ქ. №44) სამოყვარულო  რადიოსადგურის  გამოყენებისთვის  მინიჭებული  სახმობის შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შოთა ნადირაძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის № 576/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L5DJ. იგი ითხოვს მინიჭებული სახმობის შეცვლას 4L0VE სახმობით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ შოთა ნადირაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 3 სექტემბრიდან 2025 წლის 3 სექტემბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-026

 

შოთა ნადირაძე

 

ქ. გორი, ნინოშვილის ქ. №  44

 

4L0VE

 

„B“

2. რადიომოყვარული    შოთა ნადირაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების   (IARU)  მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას   ტელეკომუნიკაციების    საერთაშორისო  კავშირის (ITU)  მიერ განსაზღვრული  რადიოსამოყვარულო  სამსახურის  რეგულირების    ზოგადი პრინციპები და  ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე შოთა ნადირაძისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე შოთა ნადირაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე   თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები