წვდომის მენიუ

უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 692

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2020 0:34

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2020

უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალმა“ (რეგისტრირებულია მთაწმინდის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 8 მარტს რეგ. №ფ-4/4-4; ს.კ. № 203836509) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/4386, 26.08.20) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდებთან რადიოკავშირისთვის ერთი სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. სიხშირე გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1000 ლარი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2382 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 131.725მჰც ±12.5 კჰც, ერთი წლის ვადით - 2020 წლის 12 სექტემბრიდან      2021      წლის      12      სექტემბრამდე,      ოპერატიული      რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ლ. ლაშქარავა);

4. დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5.  საქართველოს  კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში,  უცხოური  საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის   აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ქ. სულიაშვილი) უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე     თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები