წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ბესარიონ ქათამაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 757

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2020 12:01

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2020

რადიომოყვარულ ბესარიონ ქათამაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/4744,14.09.20) მიმართა მოქალაქე ბესარიონ ქათამაძემ (მცხ. ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ.191) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ბესარიონ ქათამაძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2012 წლის 10 ოქტომბრის № 660/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L7CW. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ბესარიონ ქათამაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-049

 

ბესარიონ ქათამაძე

 

ქ. ქუთაისი,  წერეთლის ქ. 191

 

4L7CW

 

„B“

2. რადიომოყვარული ბესარიონ ქათამაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი  ინსტრუქციების  შესაბამისად,   ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული  რადიოსამოყვარულო  სამსახურის  რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო    რადიოსადგურით   სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე  ბესარიონ ქათამაძისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება. (ნ.შოვნაძე)

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№ 64) მოქალაქე  ბესარიონ ქათამაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები