წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ბორის კოშევაროვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 826

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2020 17:00

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2020

რადიომოყვარულ  ბორის კოშევაროვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“)

აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/5405,20.10.20) მიმართა მოქალაქე ბორის კოშევაროვმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ბორის კოშევაროვი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2014 წლის 3 ივლისის № 351/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L4BK. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ბორის კოშევაროვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 29 ოქტომბრიდან 2025 წლის 29 ოქტომბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A1 - 088

 

ბორის კოშევაროვი

 

ქ.ფოთი,  პეტრე იბერის 102

 

4L4BK

 

„A“

 

2. რადიომოყვარული ბორის კოშევაროვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის   აპარატის     ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ბორის კოშევაროვისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№ 64) მოქალაქე  ბორის კოშევაროვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები