საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2020 19:11
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-3/5660, 09.11.20), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდისთვის („HERMANN ONKEN“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდს: „HERMANN ONKEN“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშანი:
|
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1. |
HERMANN ONKEN |
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო |
4LVC2 |
213 520 000 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
