საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2020 19:15
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-3/5643, 06.11.20), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („KEREM BALIKCILIK-2“,
„REISOGLU“, „YILMAZLAR BALIKCILIK“, „KOROGLU BALIKCILIK –A“, „ERGUN KARDESLER BALIKCILIK-1“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „KEREM BALIKCILIK-2“, „REISOGLU“, „YILMAZLAR BALIKCILIK“, „KOROGLU BALIKCILIK –A“ და „ERGUN KARDESLER BALIKCILIK-1“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1. |
KEREM BALIKCILIK-2 |
ZEKI KUCUK |
4LUX2 |
213 515 000 |
|
2. |
REISOGLU |
REISOGLU SU URUNLERI TICARET LIMITED SIRKETI |
4LUY2 |
213 516 000 |
|
3. |
YILMAZLAR BALIKCILIK |
YILMAZ BALIKCILIK LIMITED SIRKETI |
4LUZ2 |
213 517 000 |
|
4. |
KOROGLU BALIKCILIK –A |
AHMET KOROGLU; AHMET KOROGLU; COSKUN KOROGLU |
4LVA2 |
213 518 000 |
|
5. |
ERGUN KARDESLER BALIKCILIK-1 |
შპს მბმ |
4LVB2 |
213 519 000 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
