საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 ივლისის №გ-19-7/434 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და რადიომოყვარულ პეტერ ჯევითისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2020 12:06
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 ივლისის №გ-19-7/434 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და რადიომოყვარულ პეტერ ჯევითისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-9/5333, 15.10.20, № შ-20-9/5471, 26.10.20 და № შ-20-8/5999,30.11.20) მიმართა გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე პეტერ ჯევითმა მინიჭებული სახმობის 4L-G4ENL გაუქმების და სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის ახალი სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ პეტერ ჯევითს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების ფედერალური ოფისის (OFCOM) მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი G4ENL.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 18 ივლისის № გ-19-7/434 გადაწყვეტილებით რადიომოყვარულ პეტერ ჯევითს, მინიჭებული აქვს სახმობი 4L-G4ENL, 2019 წლის 18 ივლისიდან 2022 წლის 18 მარტამდე. იგი ითხოვს მინიჭებული სახმობის გაუქმებას და საქართველოში მისი სამუშაო ვიზიტის პერიოდში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჰიდროენერგეტიკულ პროექტზე, კერძოდ, ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე სამუშაო კონტრაქტის პერიოდში), ახალი სახმობის მინიჭებას.
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს რადიომოყვარულ პეტერ ჯევითისთვის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის მინიჭებული სახმობი და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 ივლისის № გ-19-7/434 გადაწყვეტილება;
2. მიენიჭოს რადიომოყვარულ პეტერ ჯევითს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2025 წლის 10 დეკემბრამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
A - 096 |
პეტერ ჯევითი |
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი სოფელ ჭუბერი, ზედა მარგი |
4L1PJ |
„A“ |
3. რადიომოყვარული პეტერ ჯევითი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე პეტერ ჯევითისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე პეტერ ჯევითისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
