წვდომის მენიუ

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ სანაპირო საბაზო სადგურებისთვის ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-7 / 94

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2020 15:34

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ სანაპირო საბაზო

სადგურებისთვის ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-7/287, 06.09.19) AIS-ის (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა) გამოყენებით ზღვაზე ძებნა-გადარჩენის გემების მონიტორინგის განსახორციელებლად ქ. ბათუმში, ქ. ფოთსა და ხობის რაიონის-სოფელი ყულევის ტერიტორიაზე სანაპირო საბაზისო სადგურებისთვის ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ   სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2020 წლის 23 იანვრის №20-10-160 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს საზღვაო ზონაში შესაძლებელია მიენიჭოს AIS-ის (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა)   ამოცნობის ნიშნები   (MMSI) სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს სანაპირო საბაზისო სადგურებს ცხრილში აღნიშნული   ამოცნობის ნიშნები

(MMSI):

 

სადგურის დასახელება

განთავსების ადგილი

მინიჭებული

MMSI

1.

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა გემების მონიტორინგის დეპარტამენტი)

ქ. ბათუმი, მწვანე კონცხი, თბილისის გზატკეცილი მე-5 ჩიხი №2, შპს „საქტელერადიო ცენტრის“ შენობა

00 213 0100

2.

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხდველობისა და კონტროლის სამსახური)

ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №15, შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციული შენობა

00 213 0200

3.

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხდველობისა და კონტროლის სამსახური)

ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №52, ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ სადისპეტჩერო შენობა

00 213 0300

4.

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“

ხობის რ-ნი, სოფ. ყულევი, შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ პორტ-ოფისის შენობა

00 213 0400

 

 

(ყულევის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხდველობისა და კონტროლის სამსახური)

 

 

5.

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა გემების მონიტორინგის დეპარტამენტი)

ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია, სასტუმრო „ოქროს საწმისის“ შენობა

00 213 0500

 

2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოსთვის“ ჩაბარებისთანავე;

3.დაევალოს კომისიის   აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები