წვდომის მენიუ

არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ

ნომერი: გ-20-9 / 385

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2020 18:57

მიღების თარიღი მარტი 30, 2020

არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ (შემდგომი „კომისია“) 2019 წლის 30 დეკემბერს  მიღებული იქნა გადაწყვეტილება   (Nგ-19-23/731) არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

აღნიშნული   წარმოების   დაწყების   საფუძველი   გახდა   შპს   ,,გლობალ   სელის“   მოთხოვნა   შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის შეთავაზებული არასტანდარტული      სახის     მოკლე     ტექსტური     შეტყობინებების     მომსახურების     თაობაზე შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობების გონივრულობის, სამართლიანობის და არადისკრიმინაციულობის შესწავლა სადავო ნაწილში. კერძოდ, შპს ,,გლობალ სელი“ სადავოდ ხდის მისთვის შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტის შემდეგ პუნქტებს:

ა) 5.1 პუნქტს და მიაჩნია, რომ ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით 1 (ერთი) ცალი მოკლე ტექსტური შეტყობინების ღირებულება - 0.0025 ლარი, დღგ-ს ჩათვლით არ არის სამართლიანი და გონივრული და გამორიცხულია ამ ფასის ხარჯზე ორიენტირებული პრინციპით დაანგარიშების ობიექტურობა. ამასთანავე, შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს კომისიამ მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ჩაატაროს შესაბამისი კვლევა და ანალიზი, რათა დადგინდეს მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და განისაზღვროს მათი ვალდებულებები, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების თავიდან აცილების მიზნით.

ბ) ხელშეკრულების პროექტის მე-3 მუხლსა და 6.5 პუნქტს რომელთა მიხედვით, ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მხოლოდ ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურების გაწევას, ხოლო საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS გაგზავნის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს/შეზღუდოს ამგვარი მომსახურების მიწოდება საკუთარი აბონენტებისთვის და თითოეულ ამგვარ SMS-ზე მეორე მხარეს დაარიცხოს საფასური 0.24 ლარის ოდენობით და ასევე, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჯარიმის სახით დაარიცხოს 1000 ლარი. შპს ,,გლობალ სელი“ ითხოვს დაცულ იქნას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, ასევე, თუ ხელშეკრულება არ  ვრცელდება  საერთაშორისო  სახის არასტანდარტული SMS მომსახურებაზე, მოწოდებულ  იქნას  ხელშეკრულების  პროექტი სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით და ფასებით ან ხელშეკრულება გავრცელდეს მომსახურების ამ მიმართულებაზეც მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ფასით (0.24 ლარი) საჯარიმო სანქციების გარეშე.

გ)   ხელშეკრულების პროექტის 2.1.8 და 2.1.9 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს ,,გლობალ სელს“ მიაჩნია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც უკავშირდება მათ შორის, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების ისეთ სისტემებს, როგორიცაა Glovo, Wolt და ა.შ. ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს ფარგლებს გარეთ წამოწყებულ მომსახურებად, ვინაიდან, აღნიშნული კომპანიები საქართველოში ოპერირებს ქართული წარმომადგენლობის (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირი) მეშვეობით.

დ) ხელშეკრულების პროექტის 4.1.4 და 6.6. პუნქტებს, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს არ გამოიყენონ ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით შეტყობინებების გაგზავნა მეორე მხარის ქსელის გავლით ან მეშვეობით სხვა ავტორიზებული პირის (მესამე პირის) ქსელის ან აბონენტების მიმართულებით. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმის სახით დაწესებულია 0.003 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

კომისიის 2019 წლის 6 ივნისის Nგ-19-16/355 გადაწყვეტილებით „მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა/მიღება წარმოადგენს მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების სახეობას.   ტრადიციული მოკლე ტექსტური შეტყობინება წარმოადგენს ორ აბონენტს შორის შეტყობინებას, რომლის გაგზავნაც შესაძლებელია A ნომრიდან B ნომერზე (ე.წ. P2P). რაც შეეხება მარკეტინგული, კომერციული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთი ოპერატორი აპლიკაციის მეშვეობით (A ნომრით, ან მის გარეშე, ე.წ. A2P), დიდი (მასობრივი) რაოდენობით გზავნის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა ოპერატორის ან საკუთარ აბონენტებთან (ე.წ. Bulk SMS), ამგვარი შეტყობინებები წარმოადგენს განსხვავებულ, არასტანდარტული სახის SMS მომსახურებას.

ამასთანავე, მოკლე ტექსტური შეტყობინებების  მობილურ ქსელში დასრულების  მომსახურების ბაზრის საბითუმო სეგმენტი მიმდინარე ეტაპზე რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შეუძლიათ მიაწოდონ ასეთი მომსახურება სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით.

საკითხის  საფუძვლიანად  შესასწავლად,  კვლევის  ფარგლებში  2019  წლის  11  დეკემბერს,  შპს „მაგთიკომიდან“, შპს   „ვიონი საქართველოდან“ და სს „სილქნეტიდან“ გამოთხოვნილი იქნა (წერილის Nგ-19-08/3902) ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება კომპანიების მიერ, როგორც მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებზე, ასევე სხვა ავტორიზებულ პირებზე და უცხო ქვეყნის (არარეზიდენტ) პარტნიორ კომპანიებზე, როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული SMS მომსახურებების მიწოდება. დამატებით, 2019 წლის 24 დეკემბერს  შპს „მაგთიკომს“, შპს  „ვიონი საქართველოს“, სს „სილქნეტს“ და შპს „გობალ სელს“ წერილობით მოეთხოვათ კომისიაში წარმოედგინათ 2017 და 2018 წლების, აგრეთვე 2019 წლის 11 თვის (იანვარი - ნოემბერი) განმავლობაში ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურებებიდან (A2P SMS / Bulk SMS ცალ-ცალკე) და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების და შესაბამისი SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაცია, ასევე ანაზღაურების გარეშე აღნიშნული მომსახურებების განხორციელებისას, მხოლოდ მიღებული SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაცია, თვეების ჭრილში, იურიდიული პირებისა (როგორც ავტორიზებული, ასევე არა ავტორიზებული პირები) და საკუთარ ქსელში და სხვა ოპერატორის ქსელში დასრულების მიხედვით.

მიღებული       ინფორმაციის     საფუძველზე     კომისიის     აპარატის     მიერ     შესწავლილი     იქნა არასტანდარტული SMS მომსახურების ბაზარის სეგმენტი და მომზადდა წარმოდგენილი ანალიზი.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები - სტანდარტული  SMS საცალო ბაზარი

მობილური  ქსელის მოკლე ტექსტური შეტყობინების SMS  ბაზრის  საცალო სეგმენტზე 2017 -2019 წლების განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობის კლების ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან ერთად,   მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების საერთო მოცულობა ყველა კომპანიისათვის წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდება. მსოფლიოში და საქართველოში არსებული ტენდენციების თანახმად, მომხმარებლები უფრო მეტად უპირატესობას ანიჭებენ მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების სხვადასხვა უფასო OTT აპლიკაციებით სარგებლობას.

 

Bulk SMS -ებით მიწოდების უზრუნველყოფა და შედარება სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) ბაზართან

არასტანდარტული სახის Bulk SMS-ები ძირითადად გამოიყენება მასობრივი მარკეტინგული, კომერციული, ინფორმაციული ან სხვადა ნიშნულების მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნის მიზნით.

Bulk SMS და სტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) როგორც აღინიშნა, მომსახურების ბაზრებს განეკუთვნებიან, რადგან სტანდარტული სახის SMS -ებისგან განსხვავებით A2P და „Bulk SMS“-ები არ წარმოადგენენ OTT აპლიკაციების მიერ ჩანაცვლებად მომსახურებებს. ესაა ტრადიციული მოკლე ტექსტური შეტყობინების უნიკალურობაც, ვინაიდან მას არ ჭირდება ინტერნეტ კავშირი და მუშაობს ნებისმიერი ტიპის მობილურის ოპერატიული სისტემისთვის და ეს ხდის მას მოსახერხებელს Bulk SMS -ებისთვის.

Bulk SMS ძირითადად გამოიყენებენ კომპანიები დიდი მოცულობის ინფორმაციის ან მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების დაგზავნის მიზნებით.

საცალო სეგმენტზე Bulk SMS მომსახურებას უზრუნველყოფს:

ვერტიკალურად ინტეგრირებული მობილური ქსელის ოპერატორი; შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“ და  შპს „ვიონი საქართელო“ ალტერნატიული  Bulk  SMS  ოპერატორი,  რომელიც  ფლობს  საკუთარ მოკლე  ტექსტური შეტყობინებების სერვის ცენტრს (SMSC), პროგრამულ უზრუნველყოფას და სანომრე რესურსებს; (როგორიცაა შპს „გლობალ სელი“) SMS აგრეგატორი, რომელიც აგროვებს  მოთხოვნას   სხვადასხვა   კლიენტებისგან,   და გადაყიდის მათ   მობილური ქსელის ოპერატორებზე და/ან ალტერნატიულ bulk SMS ოპერატორებზე (როგორიცაა მაგ. შპს „ემ ეს ჯგუფი“)

შპს „მაგთიკომი“,  სს „სილქნეტი“ და  შპს „ვიონი საქართელო“:

აწვდის საბითუმო დაშვების მომსახურებას (SMS ტერმინაციას) ალტერნატიულ bulk SMS                ოპერატორს საკუთარ და მესამე ოპერატორის ქსელთან დაკავშირებული აბონენტებისთვის Bulk SMS-ის მისაწოდებლად.

კონკურენციაში არიან ალტერნატიულ Bulk SMS ოპერატორებთან და აგრეგატორებთან Bulk SMS-ების საცალო ბაზარზე.

გაგზავნილი Bulk SMS -ის რაოდენობა

 

როგორც ცხრილებიდან ჩანს  Bulk SMS -ების მომსახურების ბაზარს მზარდი ტენდენცია აქვს. 2019 წლის 11 თვეში ბაზარზე 49 მლნ ცალით მეტი არასტანდარტული სახის  SMS დაგენერირდა 2018 წლის მთელ წელთან შედარებით (1%-იანი ზრდა). მზარდია ასევე შესაბამისი მომსახურებიდან მიღებული ჯამური შემოსავალიც: 5% -ით მეტი (0.3 მლნ ლარით მეტი).

 

 

მობილური ქსელის ოპერატორების მიერ Bulk SMS -ების  მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების და შესაბამისი SMS -ების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია  2019 წლის თვეების ჭრილში


 რაოდენობების მიხედვით  Bulk SMS -ების % გადანაწილება

 

 

2019 წლის ნოემბრის თვეში იურიდიული პირების მიხედვით 5 მილიონზე მეტი Bulk SMS - ების რაოდენობა მთლიანი ბაზრის 80%-ს შეადგენდა.

საბითუმო არასტანდარტული SMS-ების დასრულება (ტერმინაცია)

არასტანდარტული Bulk SMS -ებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი უნდა განისაზღვროს ყველა მობილური ქსელის ოპერატორისთვის საკუთარ ქსელში. ვინაიდან მობილური ქსელის თითოეულ ოპერატორს აქვს უპირატესობა საკუთარ ქსელში SMS-ის დასრულებაზე/ტერმიანაციაზე.

„მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9 / 156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად განისაზღვრნენ:

ა) შპს „მაგთიკომი”; ბ) სს „სილქნეტი“;

გ) შპს „ვიონი საქართველო”.

არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) SMS -ებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი   წარმოადგენს   მობილური   ქსელით   მომსახურების   (ხმოვანი,   ინტერნეტი,   მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტს, ისევე როგორც ურთიერთჩართვის მომსახურების ბაზრის ნაწილს.

აღნიშნული საბითუმო დაშვების მომსახურების ბაზრის ქვესეგმენტზეც, შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს წარმოადგენენ

ა) შპს „მაგთიკომი”; ბ) სს „სილქნეტი“;

გ) შპს „ვიონი საქართველო”.

არასტანდარტული Bulk SMS -ებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრის აღნიშნული მიდგომა   შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, დადგენილი კონკურენციის პრეცედენტული სამართალთან და ბაზრის ექს-ანტე ანალიზთან, რომლებიც საერთაშორისო  გამოცდილებებით  სატელეკომუნიკაციო  მარეგულირებლების  მიერ განხორციელდა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოებით.

აღნიშნული ანალიზისთვის კომისიის მიერ შესწავლილი იქნა ევროპული მარეგულირებლების პრაქტიკა და კონკრეტული საქმეები, მათ შორის გადაწყვეტილება რომლის ფარგლებშიც იტალიის კონკურენციის სააგენტომ - AGCM დააჯარიმა Telecom Italia (TIM) და Vodafone დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო, კონკრეტულად Bulk SMS მომსახურების სეგმენტზე მარჟის შეზღუდვისპრეცენდენტისგამო(იხ.https://www.culleninternational.com/product/documents/CLCLIT20180001)

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს დაკისრებული აქვთ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. კერძოდ აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

„2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას.

3.   მსურველი    ავტორიზებული    პირი    უფლებამოსილია    მოითხოვოს    ქსელის    შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია,     ვიდრე     არსებითად     მსგავსი     ურთიერთობების     შემთხვევებში,     დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.“

იმისთვის რომ შემოწმდეს მობილური ქსელის ოპერატორები ბოროტად იყენებენ თუ არა თავიანთ უპირატესობას საკუთარ საცალო ბიზნეს სეგმენტზე უფრო დაბალი განაკვეთის დაწესებით შესაბამის არასტანდარტულ მომსახურებაზე კონკურენტებთან მიმართებაში, ერთ-ერთ ინსტრუმენტს წამოადგენს მარჟის შეკუმშვის ტესტი.

ამ ტესტის ფარგლებში, არასტანდარტული Bulk SMS -ებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი  სეგმენტზე  საბითუმო  დაშვებისთვის  შეთავაზებული  საფასური  და  პირობები  (  შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ მიერ) მოწმდება თანაბრად ეფექტური ოპერატორისთვის მარჟის შეკუმშვის ტესტით. კერძოდ:

საცალო შემოსავლები(Retail revenue) >= საბითუმო დანახარჯები (შეთავაზებული 0.0025 ლარი)+ საცალო დანახარჯები (retail margin %>0)

საცალო ხარჯები მოიცავს ისეთ ხარჯებს როგორიცაა საკუთარი საცალო ქსელის ხარჯები, საცალო ხარჯები, რეგულირების გადასახადი, პორტაბელურიბის ხარჯები და ა.შ.

მარჟის შეკუმშვის პრეცენდენტი შეიძლება იყოს:

უარყოფითი  მარჟა  (თანაბრად  ეფექტური  კონკურენტის  საბითუმო  ფასი  უფრო  მაღალია ვიდრე    დომინანტური ოპერატორის საცალო ფასი), ეფექტი რომლის შედეგადაც კონკურენტები იძულებულები არიან იმუშაონ ზარალზე .

პოზიტიური  მარჟა  (როცა  საბითუმო  ფასი  დაბალია  საცალო  ფასზე)-ამ  ფასის  გამოყენება პრაქტიკაში ხდება მაგალითად იმ მიზეზით, რომ მომგებიანობის შემცირება დაინტერესებულ ოპერატორს  გაურთულებს დაკავშირებულ ბაზარზე ვაჭრობას.

 

ამასთანავე, მომსახურების სეგმენტის ანალიზი ცხადყოფს, რომ საშუალო საცალო ფასი, რომელსაც ოპერატორები არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების საცალო ბაზარზე სთავაზობენ 2019 წლის მონაცემებით 0.0019 ლარია.

ზემოთ მოყვანილი ანალიზის საფუძველზე, შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს „გლობალ სელისთვის“ შეთავაზებული არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების საბითუმო დაშვების მომსახურების საფასური 0.0025 ლარი, რომელიც აღემატება ამავე ოპერატორების მიერ Bulk SMS ბაზრის საცალო სეგმენტზე შეთავაზებულ ფასს, მარჟის შეკუმშვის პრეცენდენტს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ დისკრიმინაციულ პირობაში აყენებს  კონკურენტ ავტორიზებულ პირებს.

რაც შეეხება ხელშეკრულების პროექტის 4.1.4 და 6.6. პუნქტებთან დაკავშირებით შპს „გლობალ სელის“ მიერ დასახელებულ სადავო საკითხს, ,,ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. დამატებით, ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის (DIRECTIVE (EU) 2018/1972 ) მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის დაშვების სპეციფიური სახე, განხორციელებული საჯარო ქსელის ოპერატორებს შორის, საჯარო ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური ან ლოგიკური კავშირის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება იმავე ან სხვა ოპერატორის მიერ იმ მიზნით, რომ ერთი ოპერატორის მომხმარებლებს მიეცეს შესაძლებლობა დაუკავშირდნენ იმავე ოპერატორის ან სხვა ოპერატორის მომხმარებლებს ან ჰქონდეთ დაშვება სხვა ოპერატორის მომსახურებებზე, რა დროსაც ასეთი მომსახურებები მომხმარებლებს მიეწოდება ქსელის ოპერატორების მიერ ან ქსელთან დაშვების მქონე ოპერატორების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრანზიტული სატელეფონო ზარები და ასევე, ტრანზიტული მოკლე ტექსტური შეტყობინებები ექცევა ურთიერთჩართვის მომსახურების დეფინიციის ქვეშ. დაშვების დირექტივის (2002/19/EC) პრეამბულის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება უზრუნველყონ მომსახურებებთან ადეკვატური დაშვება და ურთიერთჩართვა და ამ მომსახურებების ურთიერთოპერაბელურობა ბოლო მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ ორ წერტილს შორის კავშირი იმ ავტორიზებულ პირზე პროპორციული ვალადებულების დაკისრებით, რომელიც აკონტროლებს მომხმარებლებთან დაშვებას.

ხელშეკრულების პროექტის მე-3 მუხლსა და 6.5 პუნქტისა და 2.1.8 და 2.1.9 პუნქტებთან დაკავშირებით, შპს „გლობალ სელის“ მიერ გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით,კომისია განმარტავს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების მომსახურების დასრულების (ტერმინაციის) პირობები უნდა იყოს ერთნაირი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოკლე ტექსტური შეტყობინებებისთვის, რადგან აღნიშნული დაშვების მომსახურება არსობრივად ერთნაირია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოკლე ტექსტური შეტყობინების ტერმინაციისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  IX თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-11 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების, მე-20 - 23-ე, 30-ე და 32-ე - მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  განისაზღვროს მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk)  მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გეოგრაფიულ საზღვრად - საქართველოს მთელი ტერიტორია;

2.  მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად განისაზღვრონ:

ა) შპს „მაგთიკომი”; ბ) სს „სილქნეტი“;

გ) შპს „ვიონი საქართველო”.

3.  მობილური ქსელით არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაეკისროთ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობით:

ა. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება.

ბ. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას.

გ. მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.

4. განისაზღვროს შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“  მიერ შპს „გლობალ სელისთვის“   შეთავაზებული ხელშეკრულების ფარგლებში ამ ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი არასტანდარტული სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების საფასური - 0.0025 ლარის ოდენობით დისკრიმინაციულ ტარიფად.

5. ხელშეკრულების პროექტის შესაბამისი პირობები, რომლებიც მხარეებს ავალდებულებს არ გამოიყენონ ერთმანეთთან არსებული ტექნიკური შეერთებები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს არასტანდარტული სახის SMS მომსახურების სახით შეტყობინებების გაგზავნა მეორე მხარის ქსელის გავლით ან მეშვეობით სხვა ავტორიზებული პირის (მესამე პირის) ქსელის ან აბონენტების მიმართულებით მიჩნეულ იქნას შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ვიონი საქართველოს“ და სს ,,სილქნეტის“ მხრიდან ურთიერთჩართვის მომსახურების შემზღუდავ პირობად. ამასთანავე, აღნიშნული ოპერატორები უფლებამოსილი არიან დააწესონ დამატებითი საფასური სხვა ავტორიზებული პირის (მესამე პირის) ქსელის ან აბონენტების მიმართულებით არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაზე (ტრანზიტზე).

6. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასტანდარტული (Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინების დასრულების მომსახურების ბაზრის ნებისმიერი საბითუმო სეგმენტი  მიმდინარე ეტაპზე სატარიფო რეგულაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად ავტორიზებულ პირებს უნდა განესაზღვროთ დაშვების არადისკრიმინაციული პირობები როგორც განმარტებულია ამ გადაწყვეტილების 3.ა), 3.ბ) და 3.გ) პუნქტებში.

7.  ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები არ აუქმებს/ანაცვლებს მობილური ქსელით მომსახურების ბაზარზე კომისიის სხვა გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.

8.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტ ილების შპს  ,,მაგთიკომის“  შპს  ,,ვიონი  საქართველოს“  სს  ,,სილქნეტის“     და  შპს  „გლობალ სელისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა (ო. ვოტ).

9.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან.

10. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქალაქ   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ., N6)    გადაწყვეტილების  დამოწმებული   ასლის    სს    „სილქნეტისთვის“,    შპს "მაგთიკომისთვის“, შპს „ვიონი საქართველოსათვის“ და შპს „გლობალ სელისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები