წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: g-20-16 / 647

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2020 12:42

მიღების თარიღი ივლისი 30, 2020

შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომი „კომისია“) შემოსულია შპს ,,ვიონი   საქართველოს“   განცხადება      (კომისიაში   რეგისტრაციის  Nშ-20-6-/3146 17.06.2020). განმცხადებელი ითხოვს კომისიამ გასცეს თანხმობა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ შეზღუდოს შპს„მაგთიკომის“ და სს„სილქნეტის“ ქსელიდან შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში ლოკალური ან/და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS- ის დასრულება.

„შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის №გ-20-16 / 568, 16.07.2020) გადაწყვეტილებით შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება მიღებულ იქნა განსახილველად.

შპს „ვიონი საქართველოს“ ქსელში შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე შპს „ვიონი საქართველოს“  (Nშ-20-6-/3146 17.06.2020) განცხადების განხილვის სხდომა გაიმართა 2020 წლის 23 ივლისს.

სხდომაზე შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020)  სს „სილქნეტის“ მიმართ დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ამასთან   ერთად,   შპს   „ვიონი   საქართველოს“   წარმომადგენელმა   იშუამდგომლა  შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) განხილვის გადადების თაობაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“  121  მუხლის  მე-12  პუნქტის  საფუძველზე  შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) განხილვა უნდა გამოეყოს ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად და გაგრძელდეს 2020 წლის 30 ივლისს 15:00 საათზე.

სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (Nგ-20-16/587 23.07.2020), რომლის თანახმადაც

1.  შპს  „ვიონი  საქართველოს“  განცხადებაზე  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-20-6-/3146 17.06.2020) სს „სილქნეტის“ მიმართ შეწყდა დავის საქმის წარმოება;

2. შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) გამოეყო ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად. შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-20-6-/3146  17.06.2020)  განხილვის  გაგრძელების დღედ  განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისი.

II.        კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. შპს ,,ვიონი საქართველოს“ განცხადება   (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020).

2.  მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები კომისიის სხდომაზე;

3.  კომისიის 2020 წლის 23 ივლისის Nგ-20-16/587 გადაწყვეტილება.

III.       კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისია განიხილავს შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებას (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) ურთიერთჩართვის შეზღუდვაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

2. კომისიის 2020 წლის 23 ივლისის Nგ-20-16/587 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) გამოიყო ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად და შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-20-6-/3146 17.06.2020)  განხილვის  გაგრძელების  დღედ  განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისი.

IV.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2  პუნქტის  „ვ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისიის  ძირითად  ფუნქციებს მიეკუთვნება„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

4.  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  76-ე  მუხლის  პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისიას კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია მიიღოს საოქმო გადაწყვეტილება კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგითობის შეცვლასთან, ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების გაერთიანებასთან, საკითხის განხილვის გადადებასთან, სხდომაზე შესვენების გამოცხადებასთან, მხარესთან შეთანხმებით კომისიის სხდომის სამუშაო დროის გაგრძელებასთან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატში დასაქმებულებზე დავალების გაცემასთან, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დავის განხილვის დაწყებისას კომისია ეკითხება მხარეებს, ხომ არ სურთ დავის მორიგებით დამთავრება. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ დავის მორიგებით დამთავრება. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება ან არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. განმცხადებელი/საჩივრის ავტორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე. მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

როგორც აღინიშნა, კომისიის 2020 წლის 23 ივლისის Nგ-20-16/587 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) გამოეყო ცალკე ადმინისტრაციულ წარმოებად. შპს „მაგთიკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-20-6-/3146  17.06.2020)  განხილვის გაგრძელების  დღედ  განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისი.

2020 წლის 30 ივლისის კომისიის სხდომაზე, შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა უარი თქვა განცხადებაზე შპს „მაგთიკომის“ მიმართ. მან აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულება გაფორმებულია. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე.

განცხადებაზე უარის თქმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე იწვევს დავის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020)

შპს „მაგთიკომის“ მიმართ უნდა შეწყდეს დავის წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, 76-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121   მუხლის მე-12 პუნქტის, 451   მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ვიონი საქართველოს“ განცხადებაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6-/3146 17.06.2020) შპს „მაგთიკომის“ მიმართ შეწყდეს დავის საქმის წარმოება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების   დამოწმებული ასლის   შპს   „ვიონი   საქართველოსთვის“  და შპს „მაგთიკომისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს  „ვიონი საქართველოსთვის“ და შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64), მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5.  კონტროლი     აღნიშნული     გადაწყვეტილების     შესრულებაზე     (გარდა    მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ელისო ასანიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები