სს “მედია ჰოლდინგ”-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადებების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2021 16:23
მიღების თარიღი მარტი 17, 2021
სს “მედია ჰოლდინგ”-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადებების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა სს“მედია ჰოლდინგ”-მა (ს/ნ 405443872 ) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/1231, 15.03.2021 და №შ-21-7/1230, 15.03.2021) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ორ სატელევიზიო არხზე ავტორიზაციების გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, სს “მედია ჰოლდინგ”-ი ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციებს შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ა.ა) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.ბ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; ა.გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ა.დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;
ა.ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ა.ე.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);
ა.ე.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ა.ე.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ა.ე.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ა.ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ა.ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ა.ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ა.ვ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ა.ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი; ა.თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 22 მარტიდან; სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „კომედი არხი”. ბ) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ.ა) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.ბ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; ბ.გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ბ.დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ბ.ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ბ.ე.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);
ბ.ე.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ბ.ე.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ბ.ე.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ბ.ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ბ.ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ბ.ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ბ.ვ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ბ.ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი; ბ.თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 22 მარტიდან; სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „მარაო”.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “მედია ჰოლდინგ”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. სს “მედია ჰოლდინგ”-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ასევე ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციები;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
8. შპს „სტერეო+“-ის წერილი სს “მედია ჰოლდინგ”-ის სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ, კომპანია „აზერკოსმოსის“ წერილი სს “მედია ჰოლდინგ”-ის სატელევიზიო კონტენტის გავრცელებისთვის საჭირო რესურსის გამოყოფის მზაობის თაობაზე ასევე შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს (ს/კ 211352016) წერილები ბრენდული სახელწოდებების („კომედი არხი“ და „მარაო“) გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა სს “მედია ჰოლდინგ”-ის მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად სს “მედია ჰოლდინგ”-ის დირექტორია ზაზა გველესიანი (პ/ნ 35001006675 აშშ), ხოლო კომპანიის აქციონერები არიან შპს „პრაიმ თაიმი“ (ს/კ 404409252) 90%-იანი წილის მფლობელი და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ (ს/კ 211352016) 10%-იანი წილის მფლობელი. შპს „პრაიმ თაიმის“ (ს/კ 404409252) პარტნიორები არიან: გიორგი ქუთათელაძე (პ/ნ 01019016134) 50%-იანი წილის მფლობელი და თამარ ფხაკაძე (პ/ნ 01024032892) 50%-იანი წილის მფლობელი. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (ს/კ 211352016) პარტნიორები არიან: ქიბარ ხალვაში (პ/ნ 61002000543) 60%-იანი წილის მფლობელი და შპს „პანორამა“ (ს/ნ 205033328) 40%-იანი წილის მფლობელი. შპს „პანორამას“ (ს/ნ 205033328) 100%-იანი პარტნიორია ქიბარ ხალვაში (პ/ნ 61002000543). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა სს “მედია ჰოლდინგ”-ის დირექტორის ზაზა გველესიანის (პ/ნ 35001006675 აშშ) და ბენეფიციარი მესაკუთრეების: ქიბარ ხალვაშის (პ/ნ 61002000543), გიორგი ქუთათელაძის (პ/ნ 01019016134) და თამარ ფხაკაძის (პ/ნ01024032892) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზაზა გველესიანის, ქიბარ ხალვაშის, გიორგი ქუთათელაძის და თამარ ფხაკაძის შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ- გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზაზა გველესიანის, ქიბარ ხალვაშის, გიორგი ქუთათელაძის და თამარ ფხაკაძის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გადამოწმდა სს “მედია ჰოლდინგ”-ის, მისი დირექტორის ზაზა გველესიანის (პ/ნ 35001006675 აშშ) და ბენეფიციარი მესაკუთრეების: ქიბარ ხალვაშის (პ/ნ 61002000543), გიორგი ქუთათელაძის (პ/ნ 01019016134), თამარ ფხაკაძის (პ/ნ 01024032892), შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (ს/კ 211352016), შპს „პრაიმ თაიმის“ (ს/კ404409252) და შპს „პანორამას“ (ს/ნ 205033328) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს ავტორიზაციას ორ სპეციალიზებულ საეთერო არხზე. შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (ს/კ 211352016) პარტნიორები არიან: ქიბარ ხალვაში (პ/ნ61002000543) 60%-იანი წილის მფლობელი და შპს „პანორამა“ (ს/ნ 205033328) 40%-იანი წილის მფლობელი. შპს „პანორამას“ (ს/ნ 205033328) 100%-იანი პარტნიორია ქიბარ ხალვაში (პ/ნ61002000543).
კომისია აღნიშნავს რომ სს “მედია ჰოლდინგ”-ი ფლობს ავტორიზაციას საერთო საეთერო სატელევიზიო არხზე (BR-5108, 15.03.2021).
კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 17 მარტის სხდომას ესწრებოდა სს “მედია ჰოლდინგ”-ის წარმომადგენელი სალომე ჭელიძე. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ სს “მედია ჰოლდინგ”-ი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სს “მედია ჰოლდინგ”-ის მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში სს “მედია ჰოლდინგ”-ი (ს/ნ 405443872 ) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ა.ა) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.ბ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; ა.გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ა.დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;
ა.ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ა.ე.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);
ა.ე.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ა.ე.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ა.ე.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ა.ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ა.ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ა.ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ა.ვ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ა.ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი; ა.თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 22 მარტი;
ბ) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ.ა) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.ბ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; ბ.გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ბ.დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ბ.ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ბ.ე.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);
ბ.ე.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ბ.ე.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ბ.ე.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ბ.ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ბ.ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ბ.ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ბ.ვ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ბ.ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი; ბ.თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2021 წლის 22 მარტი;
2. სს “მედია ჰოლდინგ”-ი ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს “მედია ჰოლდინგ”-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს “მედია ჰოლდინგ”-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი