წვდომის მენიუ

შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის” მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-21-1 / 511

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2021 10:51

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2021

შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის” მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინმა“ (ს/ნ 406262066) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/3851, 26.08.2021) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინი“ ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი/მოდა) ტელემაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (სს „სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ ქსელის საშუალებით);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 01.11.2021;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „PRIME TV“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4. დირექტორის პირადობის მოწმობა და მინდობილობა დათუნა ზაზაძის სახელზე;

5. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

6. აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 26 აგვისტოს შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება არ იყო ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. განცხადებაზე თანდართულ დოკუმეტებში წარმოდგენილი მინდობილობა იყო ვადაგასული. ასევე განცხადების მე-3 პუნქტში სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობასთან ერთად მითითებული იყო საერთო რადიომაუწყებლობაც, შესაბამისად დასაზუსტებელი იყო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე სურდა კომპანიას ავტორიზაციის გავლა თუ საერთო რადიომაუწყებლობაზე.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია. დოკუმენტი არ იყო ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) არასრულყოფილად იყო შევსებული იურიდიული პირის მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-21-03/2514, 31.08.2021წ.). შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინმა“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მათ შორის განახლებული მინდობილობა კომისიაში წარმოადგინა 2021 წლის 8 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-

7/4026, 08.09.2021). ასევე დაფინანსების გეგმაში და სამაუწყებლო კონცეფციაში მითითებული ინფორმაცია  დააზუსტა  2021  წლის  14  სექტემბერს  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-21-6/4139,14.09.2021). წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად კომპანიას სურს ავტორიზაციის გავლა სპეციალიზებულ (გასართობი) ტელემაუწყებლობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371  მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ადმინისტრაციული    წარმოების    პროცესში    კომისიის    მიერ შესწავლილ    იქნა  შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან  გადამოწმებულ  იქნა  დეკლარაციაში  მითითებული  ინფორმაციის  შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ დირექტორია ია დოლოძე (პ/ნ 01012013982) და 100%-იანი წილის მფლობელია ნარგიზი დოლიძე (პ/ნ 01012027233), წარმოდგენილი შესაბამისობის  დეკლარაციით  კომპანიის  დირექტორის  მინდობილი  პირი  დათუნა  ზაზაძე  (პ/ნ 47001034576) ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების  სკოლა  პრაიმ  ტვ  პრაიმ  ლაინის“  დამფუძნებლის  ნარგიზი  დოლიძის  (პ/ნ 01012027233) და დირექტორის ია დოლიძის (პ/ნ 01012013982) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ    თანამდებობის  პირთა ქონებრივი დეკლარაციების       ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ია დოლიძის და ნარგიზი დოლიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“, კომპანიის დამფუძნებლის ნარგიზი დოლიძის (პ/ნ 01012027233) და დირექტორის ია დოლიძის (პ/ნ 01012013982) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინი“ არ ფლობს ავტორიზაციას ან ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, კომპანიის დამფუძნებლის ნარგიზი დოლიძის (პ/ნ 01012027233) და დირექტორის ია დოლიძის (პ/ნ 01012013982) ურთიერთდამოკიდებულება    მაუწყებლობის    სფეროში    ავტორიზებულ ან ლიცენზირებულ პირებთან არ დგინდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 16 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ წარმომადგენელი დათუნა ზაზაძე. დათუნა ზაზაძემ სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს  შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ (ს/ნ 406262066) მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  გადაწყვიტა:

  1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინი“ (ს/ნ 406262066) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი/მოდა) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (სს „სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ ქსელის საშუალებით);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 01.11.2021;

 2. შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის    ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)   აღნიშნული  გადაწყვეტილების კომისიის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე      (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები