შპს „ჰანი ჰოსთ“-ის (ს/კ 405358223) წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ბექა კვახაძის და წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ლევან სამხარაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2021 17:33
მიღების თარიღი მარტი 11, 2021
შპს „ჰანი ჰოსთ“-ის (ს/კ 405358223) წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ბექა კვახაძის და წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ლევან სამხარაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 4 მარტს განცხადებით მიმართა შპს „ჰანი ჰოსთ“-მა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1019 04.03.2021; დაზუსტებული წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1030 04.03.2021), შპს „ჰანი ჰოსთ“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ბექა კვახაძის და წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ლევან სამხარაძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰანი ჰოსთ“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
შპს „ჰანი ჰოსთ“ ახორციელებს ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებას.
შპს „ჰანი ჰოსთ“-ის შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 11 339 ლარი.
შპს „ჰანი ჰოსთ“-ის აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 109 აბონენტი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჰანი ჰოსთ“-ის დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი ბულია.
შპს „ჰანი ჰოსთ“-ის მიერ №შ-21-6/1030 04.03.2021 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბულიას კუთვნილი შპს „ჰანი ჰოსთ“-ის წილის 100%- დან 25%-ის შეძენის სურვილი გააჩნია ფიზიკურ პირ - ბექა კვახაძეს, ხოლო 10%-ის შეძენის სურვილი გააჩნია ფიზიკურ პირ ლევან სამხარაძეს.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჰანი ჰოსთ“-ის წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირების, ბექა კვახაძის და ლევან სამხარაძის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჰანი ჰოსთ“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ - ბექა კვახაძის და წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ლევან სამხარაძის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჰანი ჰოსთ“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ბექა კვახაძის და წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ლევან სამხარაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ჰანი ჰოსთ“-ს, შპს „ჰანი ჰოსთ“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ბექა კვახაძის და წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ლევან სამხარაძის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ჰანი ჰოსთ“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჰანი ჰოსთ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰანი ჰოსთ“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰანი ჰოსთ“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ჰანი ჰოსთ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
