წვდომის მენიუ

შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს/კ 405401337) წილის 50%-ის შპს „ტელეკომ 1“-ის (ს/კ405374063) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 224

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2021 11:40

მიღების თარიღი აპრილი 08, 2021

შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს/კ 405401337) წილის 50%-ის შპს „ტელეკომ 1“-ის (ს/კ405374063) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს,  რომ  კომისიას 2021 წლის 30 მარტს განცხადებით მიმართა შპს„გაერთიანებულმა ტელეკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1505 30.03.2021), შპს„გაერთიანებული  ტელეკომის“   წილის   50%-ის  შპს „ტელეკომ  1“-ის   მიერ   შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2020 წლის 9 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5   მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომ 1“ 2020 წლის 12 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1   ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

B.F.3  მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დღეის მდგომარეობით შემოსავლები არ უფიქსირდება.

შპს „ტელეკომ 1“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქალაქ ქუთაისში. შპს   „ტელეკომ1“-ის კომისიის საერთო სტატისტიკური   ბაზის   მონაცემების თანახმად, შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 14 085 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 58 აბონენტი.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის მფლობელია   შპს „გრინ ნეთვორქსი“ (ს/კ 440889200), ხოლო 50%-ის მფლობელია შპს „ტელეკომ 1“ (ს/კ 405374063), კომპანიის დირექტორია  ავთანდილ ლომინაძე (პ/ნ 60001004945).

შპს „გრინ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ლევან ომაძე (პ/ნ 43001008553).

შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ განცხადების თანახმად, შპს „ტელეკომ-1“-ს განზრახული აქვს შპს „გრინ ნეთვორქსის“ კუთვნილი შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შეძენა, რის შედეგადაც შპს“ტელეკომ 1“ გახდება შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 100%-ის მფლობელი.

შპს „ტელეკომ-1“-ის დირექტორი და წილის 100% მფლობელია ფიზიკური   პირი ავთანდილ ლომინაძე (პ/ნ 60001004945).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ავთანდილ ლომინაძე ასევე ფლობს ავტორიზებულ პირ შპს „დატანეტის“ (ს/კ 419620315) წილის 25%-ს და   ავტორიზებულ პირ შპს „42 პარალელის“ (ს/კ 400184484) 30%-ს. ასევე ავთანდილ ლომინაძე არის  შპს „42 პარალელის“ დირექტორი.

შპს „დატანეტის“ ძირითად საქმიანობას შეადგენს საცალო ინტერნეტ მომსახურება, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 93 190 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 341 აბონენტი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „42 პარალელს“ შემოსავლები არ უფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შპს „ტელეკომ 1“-ის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისია აღნიშნავს, რომ არ არსებობს შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის  შპს „ტელეკომ  1“-ის  მიერ  შეძენაზე  თანხმობის  მიცემის     დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს    თანხმობა    შპს    „გაერთიანებულ    ტელეკომს“,    შპს    „გაერთიანებული ტელეკომის“ წილის 50%-ის შპს „ტელეკომ-1“-ის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „გაერთიანებულ ტელეკომს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით კომისიის მიერ  გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის   განუხორციელებლობის    შემთხვევაში, შპს„გაერთიანებული ტელეკომი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გაერთიანებული ტელეკომისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს„გაერთიანებული ტელეკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის    ხეივანი,  №64), შპს„გაერთიანებული ტელეკომისათვის“  ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები