წვდომის მენიუ

შპს "სვირინეტის" (ს/კ 430031583) წილის 20%-ის ფიზიკური პირი ავთანდილ მაცაბერიძის (პ/ნ 09001016805) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 263

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2021 15:59

მიღების თარიღი აპრილი 29, 2021

შპს "სვირინეტის" (ს/კ 430031583) წილის 20%-ის ფიზიკური პირი ავთანდილ მაცაბერიძის (პ/ნ 09001016805) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 23 აპრილს  განცხადებით მიმართა შპს „სვირინეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1844 23.04.2021), კომპანიის წილის 20%-ის ფიზიკური პირის ავთანდილ მაცაბერიძის (პ/ნ 09001016805) მიერ შეძენაზე   წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სვირინეტი“ 2015 წლის 22 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული:  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

B.F.2      ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

შპს „სვირინეტი“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ    მომსახურებას შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ბაღდათის რაიონის სოფლები: დიმი, პირველი ობჩა, მეორე ობჩა, როკითი; თერჯოლის რაიონის სოფლები: ნახშირღელე, სიქთარვა, ქვედა სიმონეთი, ღვანკითი, ჭოგნარი; ზესტაფონის რაიონის სოფლები: არგვეთა, ქვედა საქარა, ზედა საქარა, ზოვრეთი, პირველი სვირი,  მეორე სვირი, ახალი სვირი, როდინაული, სვეტმაღალი.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სვირინეტის“ შემოსავლებმა 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა 105,924 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 353 აბონენტი.

 

გეოგრაფიული ზონა

 

შემოსავალი (ლარი)

 

(%)

აბონენტების რაოდენობა

 

(%)

ბაღდათის რაიონი

8,791

0,97%

10

0,28%

თერჯოლის რაიონი

571

0,17%

0*

0%*

ზესტაფონის რაიონი

96,562

3,83%

343

3,34%

სულ

105,924

2,82%

353*

2,00%*

შემოსავლები მითითებულია დღგ-ს გარეშე

(*2020 წლის მაისის შემდეგ თერჯოლის რაიონში აბონენტები არ ფიქსირდება)

მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „სვირინეტის“ პარტნიორები არიან:    შპს „აირმაქსი“ (ს/კ 400034645) (13%) და ფიზიკური პირები ბესიკ წაქაძე (34%), გერონტი გაჩეჩილაძე (პ/ნ 18001005227) (20%) და ჯემალ კირთაძე (პ/ნ 53001037789) (33%), კომპანიის დირექტორია ბესიკ წაქაძე.

შპს „აირმაქსის“ პარტნიორები არიან: შპს „ინტელკომ ჯგუფი“ (ს/კ 202441189) (20%) და ფიზიკური პირები: ბესიკ წაქაძე (27%), ზაზა ბოგვერაძე (პ/ნ 0102001004048) (26,5%) და დავით ჯოჯუა (პ/ნ 010010336708) (26,5%), კომპანიის დირექტორები არიან ბესიკ წაქაძე და დავით ჯოჯუა.

 შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: ზაზა ძაძამია (პ/ნ01005001525) (36%),  სერგო  ამირგულოვი  (პ/ნ  01021002625)  (30%),  ირაკლი  ნოზაძე  (პ/ნ01012025354) (16%), თეიმურაზ მექვაბიშვილი (პ/ნ 01019038948) (10%), სამსონ ხადური (პ/ნ59001026106) (6%), ზაზა  ზვიადაძე  (პ/ნ  01006002311)  (1%)  და  შორენა  ებანოიძე  (პ/ნ01032002395) (1%), კომპანიის დირექტორია ირაკლი ნოზაძე.

შპს „სვირინეტის“ განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ავთანდილ მაცაბერიძეს (პ/ნ 09001016805) განზრახული აქვს ფიზიკური პირის გერონტი გაჩეჩილაძის კუთვნილი

შპს  „სვირინეტის“  წილის  20%-ის  შეძენა  და  აღნიშნული  ტრანზაქციის  შემთხვევაში, კომპანიის წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდება შემდეგნაირად:

კომანია

პარტნიორი

წილი

 

 შპს სვირინეტი (430031583)

ფპ ბესიკი წაქაძე (18001005306)

34%

ფპ ჯემალი კირთაძე (53001037789)

33%

ფპ ავთანდილ მაცაბერიძე (09001016805)

20%

შპს აირმაქსი (400034645)

13%

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, დღეის მდგომარეობით ფიზიკური პირი ავთანდილ მაცაბერიძე ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არის.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ავთანდილ მაცაბერიძის მიერ ფიზიკური პირის გერონტი გაჩეჩილაძის კუთვნილი შპს „სვირინეტის“ წილის 20 %-ის შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სვირინეტის“ წილის 20%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს  თანხმობა  შპს  „სვირინეტს“,  შპს  „სვირინეტის“  წილის  20%-ის  ფიზიკური პირის ავთანდილ მაცაბერიძის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს   შპს  „სვირინეტს“,   რომ  ამ  გადაწყვეტილების   შესაბამისად,   წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სვირინეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული თანხმობა      ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სვირინეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სვირინეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს„სვირინეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის        ხეივანი,   №64),   შპს   „სვირინეტისათვის“   ამ   გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე   წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები