წვდომის მენიუ

შპს "სვირინეტი+"-ის (ს/კ 430040332) წილის 10-10%-ის ფიზიკური პირების ბესიკ წაქაძისა (პ/ნ 18001005306) და გერონტი გაჩეჩილაძის (პ/ნ 18001005227) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 264

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2021 16:08

მიღების თარიღი აპრილი 29, 2021

შპს "სვირინეტი+"-ის (ს/კ 430040332) წილის 10-10%-ის ფიზიკური პირების ბესიკ წაქაძისა (პ/ნ 18001005306) და გერონტი გაჩეჩილაძის (პ/ნ 18001005227) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 23 აპრილს განცხადებით მიმართა შპს „სვირინეტი+“- მა   (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1845 23.04.2021), კომპანიის წილის 10-10%-ის ფიზიკური  პირების  ბესიკ  წაქაძისა  (პ/ნ  18001005306) და გერონტი გაჩეჩილაძის (პ/ნ18001005227) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სვირინეტი+“   2020 წლის 28 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2      ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi

შპს „სვირინეტი+“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ    მომსახურებას შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: ბაღდათის რაიონის სოფლები: დიმი, პირველი ობჩა, მეორე ობჩა; თერჯოლის რაიონის სოფლები: ბარდუბანი, სიქთარვა, ქვედა სიმონეთი, ღვანკითი, ჭოგნარი; ზესტაფონის რაიონის სოფლები: არგვეთა, ქვედა საქარა, ზედა საქარა, ზოვრეთი, პირველი სვირი,  მეორე სვირი, ახალი სვირი, როდინაული, სვეტმაღალი.

კომისიის  საერთო  სტატისტიკური ბაზის  მონაცემების    თანახმად,     შპს„სვირინეტი+“-ის შემოსავლები ფიქსირდება   2020 წლის ივნისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით და შეადგენს 26,536 ლარს, ხოლო აბონენტების რაოდენობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 233 აბონენტს.

 

გეოგრაფიული ზონა

 

შემოსავალი (ლარი)

 

(%)

აბონენტების რაოდენობა

 

(%)

ბაღდათის რაიონი

9,410

2,20%

73

1,97%

თერჯოლის რაიონი

823

0,18%

5

0,12%

ზესტაფონის რაიონი

16,304

1,39%

155

1,50%

სულ

26,537

1,28%

233

1,29%

შემოსავლები მითითებულია დღგ-ს გარეშე

მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „სვირინეტი+“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „სვირინეტი“ (ს/კ 430031583),კომპანიის დირექტორია ბესიკ წაქაძე (პ/ნ 18001005306).

შპს „სვირინეტის“ პარტნიორები არიან:    შპს „აირმაქსი“ (ს/კ 400034645) (13%) და ფიზიკური პირები ბესიკ წაქაძე (34%), გერონტი გაჩეჩილაძე (პ/ნ 18001005227) (20%) და ჯემალ კირთაძე (პ/ნ 53001037789) (33%), კომპანიის დირექტორია ბესიკ წაქაძე.

შპს „აირმაქსის“ პარტნიორები არიან: შპს „ინტელკომ ჯგუფი“ (ს/კ 202441189) (20%) და ფიზიკური პირები: ბესიკ წაქაძე (27%), ზაზა ბოგვერაძე (პ/ნ 0102001004048) (26,5%) და დავით ჯოჯუა (პ/ნ 010010336708) (26,5%), კომპანიის დირექტორები არიან ბესიკ წაქაძე და დავით ჯოჯუა.

შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: ზაზა ძაძამია (პ/ნ01005001525) (36%),  სერგო  ამირგულოვი  (პ/ნ  01021002625)  (30%),  ირაკლი  ნოზაძე  (პ/ნ01012025354) (16%), თეიმურაზ მექვაბიშვილი (პ/ნ 01019038948) (10%), სამსონ ხადური (პ/ნ59001026106) (6%), ზაზა  ზვიადაძე  (პ/ნ  01006002311)  (1%)  და  შორენა  ებანოიძე  (პ/ნ01032002395) (1%), კომპანიის დირექტორია ირაკლი ნოზაძე.

შპს „სვირინეტი+“-ის განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირებს ბესიკ წაქაძესა და გერონტი გაჩეჩილაძეს (პ/ნ 18001005227) განზრახული აქვთ შპს „სვირინეტის“ კუთვნილი შპს „სვირინეტი+“-ის წილის 10-10%-ის შეძენა და აღნიშნული ტრანზაქციის შემთხვევაში, კომპანიის წილები პარტნიორებს შორის გადანაწილდება შემდეგნაირად:

კომანია

პარტნიორი

წილი

 

შპს სვირინეტი+ (430040332)

შპს სვირინეტი (430031583)

80%

ფპ ბესიკ წაქაძე (18001005306)

10%

ფპ გერონტი გაჩეჩილაძე (18001005227)

10%

 კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ბესიკ  წაქაძე  და  გერონტი  გაჩეჩილაძე  აფილირებულნი  არიან  შემდეგ  ავტორიზებულ პირებთან:

ფიზიკური პირი

თანამდებობა / წილი (%)

აფილირება

 

ბესიკი წაქაძე (18001005306)

დირექტორი

შპს ტივიჯი (430035721)

დირექტორი / წილი 27%

შპს აირმაქსი (400034645)

დირექტორი / წილი 34%

შპს სვირინეტი (430031583)

გერონტი გაჩეჩილაძე (18001005227)

წილი 20%

შპს სვირინეტი (430031583)

 მეწარმეთა    და  არასამეწარმეო  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  ამონაწერის თანახმად, შპს „ტივიჯის“ პარტნიორები არიან: შპს აირმაქსი (20%), შპს ინტელკომ ჯგუფი (25%), შპს ორდუნეტ (ს/კ 419984869) (15%), შპს დუბლლაინი (438727031) (15%), შპს აილინკ (ს/კ 434162327) (5%) და ფიზიკური პირი ზაზა ზვიადაძე (20%), კომპანიის დირექტორია ბესიკ წაქაძე.

 აღნიშნული ავტორიზებული პირების პარტნიორები არიან:

კომპანია

პარტნორი

წილი

 შპს დუბლლაინი

შპს ინტელკომ ჯგუფი

50%

ფპ სერგო რუხაძე

50%

 შპს ორდუნეტ

შპს გაზელ ფაინენს ჯორჯია

26%

ფპ ვახტანგ გამსახურდია

74%

შპს აილინკ

ფპ სამირ რაგიმოვი

100%

ყოველივე   ზემოთ   აღნიშნულიდან   გამომდინარე,   ვინაიდან   წილის   შეძენით დაინტერესებული ფიზიკური პირები ბესიკ წაქაძე და გერონტი გაჩეჩილაძე უკვე აფილირებულნი არიან კომპანიის ერთადერთ პარტნიორთან შპს „სვირინეტთან“, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სვირინეტი+“-ის წილის 20%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.   მიეცეს  თანხმობა  შპს  „სვირინეტი+“-ს,  შპს  „სვირინეტი+“-ის  წილის  10-10%-ის ფიზიკური პირების ბესიკ წაქაძისა და გერონტი გაჩეჩილაძის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს  შპს  „სვირინეტი+“-ს,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის მფლობელის  ცვლილების შემთხვევაში, შპს     „სვირინეტი+“     ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე       კომისიას  აცნობოს  შესაბამისი   ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით კომისიის     მიერ     გაცემული      თანხმობა      ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სვირინეტი+“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სვირინეტი+“-სათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს„სვირინეტი+“-სათვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სვირინეტი+“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები