წვდომის მენიუ

შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მეტეხი-2014“- ის (ს/კ 406114565) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 29

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2021 21:43

მიღების თარიღი იანვარი 28, 2021

შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მეტეხი-2014“- ის (ს/კ 406114565) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში“კომისია“)გაღნიშნავს,  რომ  კომისიას   ერთობლივი  განცხადებით მიმართეს  შპს  „7  არხმა“  (ს/კ205057338) და შპს „მეტეხი-2014“-მა (ს/კ 406114565) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/152 20.01.2021; დამატებითი წერილი Nშ-21-6/216 22.01.2021), შპს „7 არხის“ (ს/კ205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „7 არხი“ (ს/კ 205057338) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4   მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული:  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

სხვა

B.F.3    მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5    სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.F.6    გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

შპს „მეტეხი-2014“ (ს/კ 406114565) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4     მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) დირექტორი და წილის 49%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით წერეთელი, ხოლო წილის 51%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ჯონდო გიგანი.

შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი პაატა გიორგობიანი.

კომისიის   უწყებრივი   რეესტრის   მონაცემების   თანახმად,  შპს „7 არხის“ (ს/კ205057338) საოპერაციო აქტივის შეძენის მსურველი ავტორიზებული პირი  შპს „მეტეხი-2014“ (ს/კ 406114565), ასევე შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი პაატა გიორგობიანი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად:

შპს „7 არხი“ (ს/კ 205057338) ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტით აბონენტების მომსახურებას ქალაქ თბილისში.

შპს „მეტეხი-2014“ (ს/კ 406114565) ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტით აბონენტების მომსახურებას ქალაქ თბილისში.

შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა  1582 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,56%), ხოლო შემოსავლებმა

2020 წლის 11 თვეში შეადგინა 332 630 ლარი;

შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა   230 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,08%), ხოლო შემოსავლებმა 2020 წლის 11 თვეში 33 655 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-

ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა  შპს „7 არხს“ (ს/კ 205057338), შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის  შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ 406114565) მიერ შეძენაზე;

2. შპს „7 არხის“ (ს/კ 205057338) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მეტეხი-2014“-ის (ს/კ406114565) მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „7 არხმა“ (ს/კ 205057338) უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „7 არხისათვის“ (ს/კ 205057338) და შპს „მეტეხი-2014“-სათვის (ს/კ 406114565) გაგზავნა (ო. ვოტ);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „7 არხისათვის“ (ს/კ 205057338) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები