წვდომის მენიუ

შპს "ახალი ქსელებისა" (ს/კ 211326732) და შპს „ახტელის“ (ს/კ 202913106) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 292

გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2021 16:17

მიღების თარიღი მაისი 20, 2021

შპს "ახალი ქსელებისა" (ს/კ 211326732) და შპს „ახტელის“ (ს/კ 202913106) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს,  რომ  კომისიას 2021  წლის  21  აპრილს    განცხადებით  მიმართა  შპს  „ახალმა ქსელებმა“  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/1804 21.04.2021), შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისიამ   2021   წლის   27   აპრილს   (კომისიაში   რეგისტრაციის   N   გ-21-08/1279 27.04.2021) ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებით მოითხოვა შპს „ახალი ქსელებისგან“ იმის დასტური, რომ აღნიშნული შერწყმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების შესაბამისად შპს „ახტელის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვა და განმარტებები თუ რა პირობებით და რა სქემით მოხდებოდა ეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ახალმა ქსელებმა“ 2021 წლის 13 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის N-21-6/2073 13.05.2021) წარმოადგინა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნას მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შესახებ, ხოლო მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს მათთვის (აბონენტებისათვის) არსებული სერვისის მიწოდებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე  ან  შეძენაზე  ან    ბაზრის    შესაბამის    სეგმენტზე    არსებულ კონკურენციაზე    შესაძლო    გავლენის  მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6     საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული:  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

WCDMA

 

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.3      მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4      მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5      სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.F.6      გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1   მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

შპს „ახტელი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული:  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.3      მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4      მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5      სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.F.6      გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

მეწარმეთა    და  არასამეწარმეო  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  ამონაწერის თანახმად:

შპს  „ახტელის“   დამფუძნებელი  და  წილის  100%-ის  მფლობელია  შპს  „ახალი ქსელები“, ხოლო დირექტორია ფიზიკური პირი ილია ინჯია (პ/ნ 01007000232).

შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორები და წარმომადგენლები არიან: ცხრილი N1

„ელექტრონული კომინუკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „ახალი აქსელები“ და შპს „ახტელი“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ახალი ქსელები“, მისი პარტნიორები შპს „მეკავშირე-97“ და ფიზიკური პირები თეიმურაზ ღოღობერიძე და მარინა იაშილი სხვა ავტორიზებული პირის წილებს არ ფლობენ, ხოლო შპს „ახალი ქსელების“ პარტნიორი ფიზიკური პირები ფრიდონ ინჯია, ავთანდილ იაშვილი, ლილი სუხიტაშვილი, ნაირა კვესელავა, ვახტანგ ამაშუკელი და დირექტორი ილია ინჯია სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს ფლობენ ცხრილი N2-ის შესაბამისად:

ცხრილი N2

 

შპს „ახტელი“ ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ქ. თბილისში.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ახტელის“ შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებებიდან 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით ჯამურად შეადგინა 7,493,877 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან შეადგინა 31,839 აბონენტი, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 16,082 აბონენტი და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან - 4,709 აბონენტი.

შპს „ახალი ქსელები“ ახორციელებს:

ფიქსირებულ საცალო სატელეფონო მომსახურებას ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, ზესტაფონის რაიონის ქ. ზესტაფონში, ზუგდიდის რაიონის ქ. ზუგდიდში და თერჯოლის რაიონის ქ. თერჯოლაში.

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ფოთში, გორის რაიონის ქ. გორში, ზესტაფონის რაიონის ქ. ზესტაფონში და ს. ზედა კვალითში, ზუგდიდის რაიონის ქ. ზუგდიდში და ს. ინგირში, თერჯოლის რაიონის ქ. თერჯოლაში, ს. კვახჭირში და ს. სარბევიში, კასპის რაიონის ქ. კასპში, მარტვილის რაიონის ქ. მარტვილში და ს. ნაგვაზავოში, მცხეთის რაიონის ს. ქსანში, ოზურგეთის რაიონის ს. ზემო ნატანებში, სამტრედიის რაიონის ქ. სამტრედიაში და წყალტუბოს რაიონის ს. მესხეთში.

მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას (2020 წლის მაისიდან) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, გორის რაიონის ქ. გორში, ზესტაფონის რაიონის ქ. ზესტაფონში, ზუგდიდის რაიონის ქ. ზუგდიდში და თერჯოლის რაიონის ქ. თერჯოლაში.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ახალი ქსელების“ შემოსავლებმა  აღნიშნული მომსახურებებიდან  2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით ჯამურად შეადგინა 13,720,931 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან შეადგინა 52,163 აბონენტი, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან შეადგინა 29,632 აბონეტი და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან - 14,557 აბონენტი.

ცხრილი N3

 

შემოსავლები მითითებულია ლარში დღგ-ს გარეშე

როგორც ცხრილი N3-დან ჩანს, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ ქ. თბილისში წარმოდგენილი არიან თითქმის თანაბარი საბაზრო წილებით, როგორც შემოსავლების, ასევე აბონენტების რაოდენობის მიხედვით, შესაბამისად მათი შერწყმის შემთხვევაში შპს „ახალი ქსელები“ წარმოდგენილი იქნება აღნიშნულ ბაზრებზე დაახლოებით გაორმაგებული საბაზრო წილებით, რაც შემოსავლების მიხედვით ქ. თბილისში შეადგენს ფიქსირებულ სატელეფონო მომსაზურებაზე 16%-ს, ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებაზე 4%-ს და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე 2%-ს.

 ამასთან, შპს  „ახალ ქსელებისა“  და  შპს  „ახტელის“  შერწყმის შემთხვევაში, შპს „ახალმა ქსელებმა“  და შპს „ახტელმა“ უნდა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს    კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17  მარტის   №3   დადგენილების  შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

შპს  „ახალი  ქსელების“  განცხადების  თანახმად,  შპს  „ახალ  ქსელებსა“  და  შპს „ახტელს“ განზრახული აქვთ შერწყმა, რის შედეგადაც შპს „ახტელი“ შეწყვეტს არსებობას და ამ უკანასკნელის ყველა აქტივი და პასივი გადაეცემა შპს „ახალ ქსელებს“, ასევე ის გახდება ყველა არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სამართალმემკვიდრე. დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ აღნიშნული შერწყმის ფარგლებში შპს „ახტელის“ აბოენენტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის #3 დადგენილების შესაბამისად მომხმარებლების უფლებების დაცვა, კერძოდ, მომხმარებლებს 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე დაეგზავნებათ ინდივიდუალური შეტყობინება მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შესახებ, ხოლო მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს მათთვის არსებული მომსახურების მიწოდებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ განსაზღვრული არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად კომუნიკაციების კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებების თანახმად: 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტლება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება N620/9   „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილება „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ და 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შემოსავლებმა რეგულირებას დაქვემდებარებული იმ ბაზრებიდან, სადაც ცნობილნი არიან მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად (SMP), 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლის შეადგინა   713,381.95 და 429,995.14 ლარი შესაბამისად.

ცხრილი N4

შემოსავლები მითითებულია ლარში დღგ-ს გარეშე

ამასთანავე, 2010 წლის N428/9 გადაწყვეტილებით შპს„ახალი ქსელები“ და შპს„ახტელი“ ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის  საკომუტაციო  ტერმინალურ  ელემენტებთან  დაშვებისა  და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზარზე ერთობლივად იყვნენ ცნობილი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად, ხოლო კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9, 2017 წლის 16 მაისის N345/22 და 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებებით შესაბამის რეგულირებად ბაზრებზე ისინი  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ცნობილნი იყვნენ ინდივიდუალურად, თუმცა აღნიშნიშნული გადაწყვეტილებების (N620/9, N345/22 და N671/9) მსჯელობით და სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ „შპს ”ახალი ქსელები” არის შპს ”ახტელის” 100% წილის მესაკუთრე შესაბამისად, შპს ”ახალი ქსელები” და შპს”ახტელი” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია) წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს, რის გამოც მათი საბაზრო წილის ოდენობა განხილულია ერთობლიობაში“.

აღნიშნული გადაწყვეტილებების (N428/9, N620/9, N345/22 და N671/9)   თანახმად, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ განსაზღვრული არიან მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად მომსახურების ბაზრის შემდეგ სეგმენტებზე: ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის  საკომუტაციო  ტერმინალურ  ელემენტებთან  დაშვებისა  და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზარზე, საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარზე და საკომუნიკაციო  გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზარზე.

2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარზე შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე    მუხლის შესაბამისად, დაეკისრა მხოლოდ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. მომსახურების ბაზრის სხვა სეგმენტებზე შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს„ახტელს“ ერთგვაროვნად აქვთ დაკისრებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-35-ე მუხლების შესაბამისი შემდეგი სპეციფიური ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები, გარდა 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილებისა, სადაც აღნიშნული კომპანიებისთვის განსხვავებულია მხოლოდ გეოგრაფიული ზონები (ცხ. N5)

ცხრილი N5

 შესაბამისად,  შპს  „ახალ  ქსელებსა“  და  შპს  „ახტელს“,  კომისიის  2014  წლის  6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილებით საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31- 35-ე მუხლებით დაეკისრათ სპეციფიკური ვალდებულებები. თუმცა, აღნიშნულ ბაზარზე მხოლოდ შპს „ახტელი“ არის ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში, რასაც არ ფარავს ის გეოგრაფიული ზონები, სადაც ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განისაზღრა შპს „ახალ ქსელები“. შესაბამისად, აღნიშნული შერწყმის განხორციელების შემთხვევაში, შპს „ახალ ქსელებისგან“ შერწყმის შესახებ მიღებული  შეტყობინების  საფუძველზე  მიზანშეწონილია  „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილებაში მოხდეს ცვლილების შეტანა და ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად შპს „ახტელის“ ნაცვლად განისაზღვროს და შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულება დაეკისროს შპს „ახტელის“ სამართალმემკვიდრეს შპს „ახალ ქსელებს“.

ზემოთ   აღნიშნულიდან   გამომდინარე,   კომისია   მიიჩნევს   რომ,   აღნიშნული ტრანზაქციის განხილვის დროისათვის შპს „ახტელის“ მთლიანი (100%) წილის მფლობელი არის შპს „ახალი ქსელები“, შესაბამისად, კონცენტრაციის ნაწილში აღნიშნული ტრანზაქცია განსხვავებულ  მოცემულობას მომსახურების შესაბამის სეგმენტებზე არ შექმნის.

დამატებით,   შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შერწყმა მომსახურების ბაზრის იმ სეგმენტებზე, სადაც აღნიშნული კომპანიები ინდივიდუალურად ან/და ერთობლივად არიან ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად (ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ    ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვისსატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება საბითუმო ბაზარი, საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარი, სპილენძის სააბონენტო სახაზო- საკაბელო წყვილებთან დაშვების საბითუმო ბაზარი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარი და საკომუნიკაციო   გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზარი) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, მომსახურების შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე გავლენას არ იქონიებს.

ასევე, რაც შეეხება მომსახურების საცალო სეგმენტს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ კომპანიების ბაზრის წილები შერწყმამდე და შერწყმის შედეგად მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონცენტრაციის თვალსაზრისით გავლენას არ იქონიებს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს„ახტელის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირების შერწყმაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ შერწყმაზე;

2.  განემარტოს შპს „ახალ ქსელებს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ახალი ქსელებისა“  და   შპს   „ახტელის“   შერწყმის   შემთხვევაში,   შპს   „ახალი   ქსელები“ ვალდებულია  აღნიშნულის  თაობაზე  კომისიას  აცნობოს  შესაბამისი  ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3.   შპს   „ახალ ქსელებისა“   და   შპს   „ახტელის“   შერწყმის შემთხვევაში, შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს     კომუნიკაციების ეროვნული    კომისიის  2006  წლის  17  მარტის  №3  დადგენილების  შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4.  ამ გადაწყვეტილებით კომისიის  მიერ      გაცემული      თანხმობა      ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის  განუხორციელებლობის შემთხვევაში,   შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

6.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს„ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან;

7.გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ახალი ქსელებისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე             თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები