წვდომის მენიუ

შპს „ორბიტა-2005“-ის (ს/კ 205107935) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს„მალტისოფტის“ (ს/კ 405059289) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 312

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2021 15:54

მიღების თარიღი მაისი 27, 2021

შპს „ორბიტა-2005“-ის (ს/კ 205107935) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს„მალტისოფტის“ (ს/კ 405059289) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებებით მიმართეს შპს „მალტისოფტმა“ (ს/კ405059289) და შპს „ორბიტა-2005“-მა (ს/კ 205107935) (განცხადებების კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2183 18.05.2021) შპს „ორბიტა-2005“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია კომისია უფლებამოსილია შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული პირის  სრულყოფილი  შეტყობინების  მიღებიდან  15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ორბიტა-2005“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ორბიტა-2005“-ის  პარტნიორები და წილის 50-50%-ის მფლობელები არიან ფიზიკური პირები ეკატერინე იაშვილი (პ/ნ 01026005610) და ნელი წიკლაური (პ/ნ 01011065040), კომპანიის დირექტორი, ასევე, არის ფიზიკური პირი ნელი წიკლაური.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ორბიტა-2005“ და მისი პარტნიორები სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ის სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის.

შპს „მალტისოფტი“ 2019 წლის 21 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „მალტისოფტის“ პარტნიორები და წარმომადგენლები არიან:

პარტნიორი

წილი

ფპ დავით ჯიქია (პ/ნ 01006007528)

70%

ფპ გიორგი ჯანაშია (პ/ნ 01008012787)

30%

დირექტორი / ფპ დავით ხაბაზიშვილი (პ/ნ 01029017312)

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „მალტისოფტი“  არის ავტორიზებული პირის შპს „სერვისბოქსის“  (ს/კ 405113176)  წილის 80%-ის მფლობელი, მისი პარტნიორი ფიზიკური პირი დავით ჯიქია ფლობს 25% წილს ავტორიზებულ პირ შპს„ქართული   სატელეფონო  კომპანია   ჯტს“-ში   (ს/კ   211370050),   ასევე   ის   არის   მისი გენერალური დირექტორიც. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს გიორგი ჯანასიასა და დავით ხაბაზიშვილს, ისინი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

შესაბამისად, შპს „მალტისოფტი“, შპს „სერვისბოქსი“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები

შპს „მალტისოფტი“ (ს/კ 405059289)

შპს „სერვისბოქსი“ (ს/კ 405113176)

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ (ს/კ 211370050)

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად:

შპს „ორბიტა-2005“, ახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ქალაქ თბილისში, თუმცა 2020 წლის მაისის თვიდან მას არც შემოსავლები და არც აბონენტები არ უფიქსირდება.

შპს „მალტისოფტი“ 2019 წლის დეკმებრის თვიდან ახორციელებდა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებას საქართვლოს შემდეგ ქალაქებში:თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ქ. გორი, ქ. დუშეთი, ქ. ზესტაფონი, ქ. ზუგდიდი, ქ. კასპი, ქ. სენაკი, თუმცა 2020 წლის მაისის თვიდან კომპანია აღნიშნული მომსახურებით  ოპერირებას განაგრძობს მხოლოდ ქალაქ თბილისში.

შპს „მალტისოფტის“ შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2020 წლის იანვრის თვიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგინა   421,328 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით ქალაქ თბილისში შეადგინა მხოლოდ 2 აბონენტი.

შპს „სერვისბოქსი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას საქართველოს სხვა და სხვა რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში, ასევე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში. 2021 წლის აპრილის თვიდან კი ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქ. თბილიში. კომპანიის შემოსავლებმა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან 2020 წლის იანვრის თვიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგინა 783,725 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2021 წლის აპრილის თვეში 315 ლარი დღგ-ს გარეშე. აბონენტების რაოდენობა აღნიშნულ მომსახურებებზე 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 1,635 და 17 აბონენტს შესაბამისად.

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“ ახორციელებდა საცალო VoIP მომსახურებას და ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურებას ხმოვან მოძრავ და ფიქსირებულ ქსელის ოპერატორებთან, თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე კომპანიას არ უფიქსირდება არც შემოსავალი და არც აბონენტები აღნიშნული მომსახურებიდან.

შპს „ორბიტა-2005“-ისა და შპს „მალტისოფტის“ ერთობლივი განცხადების თანახმად, შპს „მალტისოფტს“ განზრახული აქვს შეიძინოს შპს „ორბიტა-2005“-ის საოპერაციო აქტივები (საჰაერო სატელეკომუნიკაციო ქსელი, კაბელები, რესივერები, სატელიტური თეფშები, სიგნალისა და მაგისტრალური გამაძლიერებლები, სტაბილიზატორები, ციფრული გადამყვანები, სიგნალის გამყოფები, ანტენები, მოდულატორები, მართვისა და კვების ბლოკები),  ასევე შპს „ორბიტა-2005“-მა დამატებით წარმოდგენილი წერილით (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2316 25.05.2021) დააზუსტა, რომ აღნიშნული საოპერაციები აქტივები წარმოადგნეს შპს „ორბიტა-2005“-ის მთლიან საოპერაციო აქტივებს და მას განზრახული აქვს სრულად მიყიდიოს ისინი შპს„მალტისოფტს“.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „ორბიტა-2005“-ს დღეის მდგომარეობით აბონენტები არ უფიქსირდება და აღნიშნული ტრანზაქცია არ ითვალისწინებს აბონენტების მიგრაციას ოპერატორებს  შორის,   შპს   „ორბიტა-2005“-ის   კუთვნილი   საოპერაციო   აქტივის   შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ორბიტა-2005“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის ნაწილის შეძენაზე, ძალაში  დარჩეს  მაქსიმუმ  6  (ექვსი)  თვის  განმავლობაში. ეს  არის  სავარაუდოდ  ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27- ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ორბიტა-2005“-ს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივი შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე;

2.  შპს „ორბიტა-2005“-ის    კუთვნილი    საოპერაციო    აქტივის    ნაწილის    შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს„ორბიტა-2005“-მა და შპს „მალტისოფტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში,  შპს „ორბიტა-2005“ და შპს„მალტისოფტი“ ვალდებულნი არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. განემარტოთ შპს „ორბიტა-2005“-ს და შპს „მალტისოფტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ორბიტა-2005“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ორბიტა-2005“ და შპს „მალტისოფტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ორბიტა-2005“-სათვის და შპს „მალტისოფტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი., №64), შპს „ორბიტა-2005“-სათვის და შპს „მალტისოფტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები