შპს „ლოკალნეტის“ (ს/კ 400301801) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს„კაიქსელის“ (ს/კ 431953460) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2021 16:07
მიღების თარიღი მაისი 27, 2021
შპს „ლოკალნეტის“ (ს/კ 400301801) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს„კაიქსელის“ (ს/კ 431953460) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „ლოკალნეტმა“ (ს/კ 400301801) (განცხადებების კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2084 13.05.2021) შპს „ლოკალნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაიქსელის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ლოკალნეტი“ და შპს „კაიქსელი“ 2021 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ ავტორიზაცია გავლილი აქვთ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ (იდენტურ) სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ლოკალნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი კახაბერ კახნიაშვილი (პ/ნ 62001026509).
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ლოკალნეტი“ და მისი ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი ფიზიკური პირი კახაბერ კახნიაშვილი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, აქედან გამომდინარე ის ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „კაიქსელის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი თამარ ლომთაძე (პ/ნ 60001049861).
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „კაიქსელი“ სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, ხოლო მისი ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი ფიზიკური პირი თამარ ლომთაძე შპს „კაიქსელის“ მსგავსად ასევე არის შპს„კაინეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორი, თავის მხრივ შპს „კაიქსელი“ ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს. შესაბამისად, შპს „კაიქსელი“ და შპს „კაინეტი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად:
შპს „ლოკალნეტი“, შპს “კაიქსელი“ და შპს „კაინეტი“ 2021 წლის მარტის თვიდან ახორციელებენ მხოლოდ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ძირითადად ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
შპს „ლოკალნეტის“ შემოსავლებმა აღნიშნული საცალო მომსახურებიდან 2021 წლის მარტის თვიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგინა 9,819 ლარი დღგ-ს გარეშე (ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონებში ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემოსავლების 2.22%), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 292 აბონენტი (ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონებში ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობის 2.47%).
შპს „კაიქსელის“ შემოსავლებმა ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან იმავე პერიოდის განმავლობაში შეადგინა 9,701 ლარი დღგ-ს გარეშე (2.19%), ხოლო აბონენტების რაოდენობამ - 286 აბონენტი (2.42%).
შპს „კაინეტის“ შემოსავლებმა კი შეადგინა 2,455 ლარი დღგ-ს გარეშე (0.55%), მხოლოდ 36 აბონენტით (0.30%).
შპს „ლოკალნეტის“ განცხადების თანახმად მას განზრახული აქვს მიყიდოს შპს„კაიქსელს“ 24 (ოცდაოთხი) (ინტერნეტის მიმღები, გადამცემი და სექტორული) ანტენა, 2 (ორი) როუტერი, 2 (ორი) აკუმულატორი და 1 (ერთი) აკუმულატორის დამტენი (აბონენტების გადასვლის გარეშე). აღნიშნული მოწყობილობების რაოდენობა შპს„ლოკალნეტის“ მთლიანი საოპერაციო აქტივის მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს, რაც კომპანიამ დააზუსტა კომისიაში დამატებით წარმოდგენილი წერილით (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2306 25.05.2021).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ლოკალნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაიქსელის“ მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ლოკალნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის ნაწილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27- ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ლოკალნეტს“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაიქსელის“ მიერ შეძენაზე;
2. შპს „ლოკალნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაიქსელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტმა“ და შპს „კაიქსელმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. განემარტოთ შპს „ლოკალნეტს“ და შპს „კაიქსელს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ლოკალნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს„კაიქსელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტი“ და შპს „კაიქსელი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ლოკალნეტისათვის“ და შპს „კაიქსელისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი., №64), შპს „ლოკალნეტისათვის“ და შპს „კაიქსელისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
