შპს „სტანდარტის“ (ს/კ 205033523) წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლაშა ქაშიბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2021 17:41
მიღების თარიღი ივნისი 17, 2021
შპს „სტანდარტის“ (ს/კ 205033523) წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლაშა ქაშიბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 8 ივნისს №0811/2021 განცხადებით მიმართა შპს„სტანდარტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2510 08.06.2021), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლაშა ქაშიბაძის (პ/ნ 01007001652) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტანდარტი“ 2017 წლის 29 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
შპს „სტანდარტი“ ახორციელებს ადგილობრივი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის იჯარის მომსახურებას ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონში.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს„სტანდარტის“ შემოსავლები 2020 წლის იანვრის თვიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენს 6,182 ლარს დღგ-ს გარეშე.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სტანდარტის“ პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელი არის ფიზიკური პირი ლამზირა გორგოშიძე (პ/ნ 01024034049), ხოლო კომპანიის დირექტორია ფიზიკური პირი ლაშა ქაშიბაძე (პ/ნ 01007001652).
შპს „სტანდარტის“ 2021 წლის 8 ივნისის №0811/2021 განცხადების თანახმად, კომპანიის დირექტორს ლაშა ქაშაბიძეს განზრახული აქვს ფიზიკური პირის ლამზირა გორგოშიძის კუთვნილი „სტანდარტის“ წილის 100%-ის შეძენა.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სტანდარტი“ და მისი პარტნიორი ლამზირა გორგოშიძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, თუმცა კომპანიის დირექტორი ლაშა ქაშაბიძე, რომელსაც განზრახული აქვს შპს „სტანდარტის“ წილის 100%-ის შეძენა, ფლობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკის“ (ს/კ202893510) წილის 75%-ს და ამასთანავე არის მისი დირექტორიც, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „სტანდარტი“ და შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკა“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები ნიკოლოზ ქობელაშვილი (პ/ნ 01007008259) (25%) და ლაშა ქაშიბაძე (75%), კომპანიის დირექტორია ლაშა ქაშიბაძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკა“ და მისი პარტნიორი ფიზიკური პირი ნიკოლოზ ქობელაშვილი (პ/ნ 01007008259) (წილის 25%-ის მფლობელი) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკა“ 2010 წლის 28 იანვრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკა“ ახორციელებს სპილენძის წყვილებით, DSL ტექნოლოგიის გამოყენებით საცალო ინტერნეტ მომსახურებას, ასევე საკაბელო ტელემაუწყებლობის აპარატურისა და კოაქსიალური ქსელის იჯარით მომსახურებას ქალაქ თბილისში.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქალაქ თბილისში და შემოსავლები აღნიშნული მომსახურებიდან 2020 წლის იანვრის თვიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენს 74,292 ლარს დღგ-ს გარეშე (ქალაქ თბილისის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემოსავლების 0.03%), ხოლო აბონენტების რაოდენობა 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 162 აბონენტს (ქალაქ თბილისის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობის 0.04%), ხოლო კომპანიის კოაქსიალური ქსელის იჯარიდან მიღებული შემოსავლები აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 207,627 ლარს დღგ-ს გარეშე (საქართველოს კოაქსიალური ქსელის იჯარის შემოსავლების 21.62%), რაც კომპანიის შემოსავლების 71% შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 8 ივნისს კომისიაში ასევე შემოვიდა შპს „სამეცნიერო- ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკის“ განცხადებაც (განცხადების ნომერი №05/2108.06.2021) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/2511 08.06.2021), სადაც კომპანიია აღნიშნავს, კომპანიის წილის 75%-ის მფლობელს და დირექტორს ლაშა ქაშაბიძეს განზრახული აქვს ფიზიკური პირის ნიკოლოზ ქობელაშვილის კუთვნილი „სამეცნიერო- ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკის“ წილის 25%-ის შეძენა, რის შემდეგაც ის გახდება აღნიშნული კომპანიის 100% წილის მფლობელი. შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკასთან“ დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკის“ განცხადების დაკმაყოფილების და შესაბამისი ტრანზაქციის განხორიელების შემთხვევაშიც, ფიზიკური პირი ლაშა ქაშიბაძის მიერ ფიზიკური პირი ლამზირა გორგოშიძის კუთვნილი შპს „სტანდარტის“ წილის 100%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალ გარემოებას არ შექმნის და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სტანდარტისთვის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სტანდარტს“, შპს „სტანდარტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის ლაშა ქაშიბაძის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სტანდარტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სტანდარტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სტანდარტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. ნდაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტანდარტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილებია დამოწმებული ასლის შპს„სტანდარტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სტანდარტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
