წვდომის მენიუ

შპს „სისტემ 1“-ის (ს/კ 412748923) წილის 100%-ის ფიზიკური პირის გრიგოლ ადეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 369

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2021 17:48

მიღების თარიღი ივნისი 17, 2021

 შპს „სისტემ 1“-ის (ს/კ 412748923) წილის 100%-ის ფიზიკური პირის გრიგოლ ადეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 7 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „სისტემ 1“-მა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2485 07.06.2021), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური პირის გრიგოლ ადეიშვილის (პ/ნ 17001001906) მიერ შეძენაზე   წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „სისტემ  1“  2020 წლის 2 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს „სისტემ 1“ 2020 წლის სექტემბრის თვიდან ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას წყალტუბოს რაიონის შემდეგ სოფლებში: მაღლაკი, ქვილიშორი, ქვიტირი, ყუმისთავი.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემ 1“-ის შემოსავლები 2020 წლის სექტემბრის თვიდან (ოპერირების დასაწყისიდან) 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენს 10,042 ლარს (0.71%), ხოლო აბონენტების რაოდენობა 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 157 აბონენტს (1.58%).

 

გეოგრაფიული არეალი

კომანიის შემოსავალი (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

წილი გეოგრაფიული არეალის შემოსავალში

 

აბონენტების რაოდენობა

 

წილი გეოგრაფიული არეალის აბონენტების რაოდენობაში

 

რაიონი

დასახლებული პუნქტი

 

 

წყალტუბოს რაიონი

ყუმისთავი

3,398

45.21%

29

50.88%

ქვილიშორი

2,661

21.56%

25

27.78%

მაღლაკი1

3,432

4.58%

93

10.95%

ქვიტირი2

551

2.77%

10

2.78%

 

სულ

10,042

8.75%

157

11.58%

 

0.71%

(წილი წყალტუბოს რ-ნის შემოსავალში)

 

1.58%

(წილი წყალტუბოს რ-ნის აბონენტების რაოდენობაში)

შენიშვნა:

1.   აღნიშნულ გეოგრაფიულ ზონაში კომპანიამ ოპერირება დაიწყო 2020  წლის  დეკემბრის თვიდან, შესაბამისად შემოსავლები ცხრილში მითითებულია აღნიშნული პერიოდიდან;

2.   აღნიშნულ გეოგრაფიულ ზონაში კომპანიამ ოპერირება დაიწყო 2021  წლის თებერვლის თვიდან, შესაბამისად შემოსავლები ცხრილში მითითებულია აღნიშნული პერიოდიდან.

მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სისტემ 1“-ის წილის 100%-ის მფლობელი და კომპანიის დირექტორია ფიზიკური პირი ბაკურ უბილავა (პ/ნ 62001040543).

შპს „სისტემ 1“-ის განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირს გრიგოლ ადეიშვილს (პ/ნ17001001906) განზრახული აქვს ფიზიკური პირი ბაკურ უბილავას კუთვნილი „სისტემ 1“-ის წილის 100%-ის შეძენა.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ფიზიკური პირები ბაკურ უბილავა და გრიგოლ ადეიშვილი სხვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, წილის შეძენით დაინტერესებული ფიზიკური პირი გრიგოლ ადეიშვილი არ არის აფილირებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ არცერთ პირთან, აღნიშნული ტრანზაქცია საცალო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სისტემ 1“-ისთვის წილის 100%-ის   ფიზიკურ  პირ   გრიგოლ   ადეიშვილის   მიერ   შეძენაზე   თანხმობის   მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მიეცეს თანხმობა შპს „სისტემ 1“-ს, შპს „სისტემ 1“-ის წილის 100%-ის ფიზიკური პირის, გრიგოლ ადეიშვილის, მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს  შპს  „სისტემ  1“-ს,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სისტემ 1“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის  მიერ გაცემული თანხმობა  ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სისტემ 1“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემ 1“-სათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს„სისტემ 1“-სათვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის                           ხეივანი,   №64),   შპს   „სისტემ   1“-სათვის   ამ   გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები