წვდომის მენიუ

შპს „ლოკალნეტის“ (ს/კ 438734540) წილის 50%-ის ფიზიკური პირის ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 394

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 18:01

მიღების თარიღი ივნისი 24, 2021

შპს „ლოკალნეტის“ (ს/კ 438734540) წილის 50%-ის ფიზიკური პირის ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „ლოკალნეტმა“ (ს/კ 438734540) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2565 14.06.2021), კომპანიის წილის 50%- ის ფიზიკური პირის ალექსანდრე მიქაძის (პ/ნ 37001011372) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ლოკალნეტ“ 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2      ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3     ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4     მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა 

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ლოკალნეტს“ დღევანდელი  მდგომარეობით  შემოსავლები  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან არ უფიქსირდება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ლოკალნეტის“ პარტნიორები, წილის 50-50%-ის მფლობელები და ასევე დირექტორები არიან ფიზიკური პირები ალექსანდრე მიქაძე (პ/ნ 37001011372) და გოგიტა კორძაძე (პ/ნ 17001029672).

შპს „ლოკალნეტის“ 2021 წლის 11 ივნისის №03 განცხადების თანახმად, კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს და წილის 50%-ის მფლობელს გოგიტა კორძაძეს განზრახული აქვს სრულად გაყიდოს კუთვნილი შპს „ლოკალნეტის“ წილი და მიყიდოს კომპანიის მეორე დირექტორს და წილის 50%-ის მფლობელ ფიზიკურ პირს ალექსანდრე მიქაძეს, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ალექსანდრე მიქაძე გახდება შპს „ლოკალნეტის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ლოკალნეტ“ და მისი პარტნიორი ფიზიკური პირი გოგიტა კორძაძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, თუმცა კომპანიის მეორე პატნიორი და დირექტორი ფიზიკური პირი ალექსანდრე მიქაძე, ფლობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების ინდ. მეწარმე ალექსანდრე მიქაძისა და შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ს და ამასთანავე არის შპს „გოლდ-ნეტის“ დირექტორიც, თავის მხრივ შპს „გოლდ-ნეტ“ და ინდ. მეწარმე ალექსანდრე მიქაძე სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ 33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „ლოკალნეტ“, შპს „გოლდ-ნეტ“ და ინდ. მეწარმე ალექსანდრე მიქაძე ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

 

ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები

შპს „ლოკალნეტ“ (ს/კ 438734540)

შპს „გოლდ-ნეტ“ (ს/კ 438728780)

ი/მ ალექსანდრე მიქაძე (ს/კ 37001011372)

შპს   „გოლდ-ნეტ“    2016   წლის   13   აპრილიდან   წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებას სამტრედიის რაიონში, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან 2020 წლის იანვრის თვიდან  2021  წლის  აპრილის  თვის  ჩათვლის   შეადგენს  25,833  ლარს  დღგ-ს  გარეშე (სამტრედიის   რაიონის   ფიქსირებული   საცალო   ინტერნეტ   მომსახურების   მთლიანი შემოსავლების    0.92%-ს),    ხოლო    აბონენტების    რაოდენება    2021    წლის    1    მაისის მდგომარეობით  შეადგენს  74  აბონენტს  (სამტრედიის  რაიონის  ფიქსირებული  საცალო ინტერნეტ მომსახურების მთლიანი აბონენტების 0.8%-ს).

ი/მ  ალექსანდრე მიქაძე 2014 წლის 15 სექტემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის  ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ   მომსახურებას   აბაშისა   და    სამტრედიის   რაიონებში.   კომისიის   საერთო სტატისტიკური       ბაზის       მონაცემების       თანახმად,       შემოსავლებმა       აღნიშნული მომსახურებიდან  2020  წლის  იანვრის   თვიდან  2021  წლის  აპრილის  თვის  ჩათვლით შეადგინა 6,877 ლარი დღგ-ს გარეშე  (აბაშისა და სამტრედიის რაიონების ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების  მთლიანი შემოსავლების 0.08%-სა და 0.23%-ს), ხოლო აბონენტების  რაოდენობა  2021  წლის  1  მაისის  მდგომარეობით  შეადგენს  29  აბონენტს (აბაშისა  და  სამტრედიის  რაიონების  ფიქსირებული  საცალო  ინტერნეტ  მომსახურების მთლიანი აბონენტების 0.1%-სა და 0.29%-ს).

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ალექსანდრე მიქაძის მიერ ფიზიკური პირის გოგიტა კორძაძის კუთვნილი შპს „ლოკალნეტის“ წილის 50 %-ის შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ლოკალნეტისათვის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ლოკალნეტს“, შპს „ლოკალნეტის“ წილის 50%-ის ფიზიკური პირის ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ლოკალნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტ“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ლოკალნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ); 

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ლოკალნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ლოკალნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა). სახელი გვარი თანამდებობა საშტატო ერთეული

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები