წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (ს/კ 204876081) წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ (ს/კ 205267423) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 395

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2021 18:05

მიღების თარიღი ივლისი 01, 2021

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (ს/კ 204876081) წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ (ს/კ 205267423) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 18 მაისს №2.3/111/ნშმთ განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“   (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-21-6/2182  18.05.2021),  შპს  „მონემვაზია  შიფინგ  &  თრეიდინგის“  (R-12975) კუთვნილი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 13%-ისა და სს „OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურების“ (000584801000,16392/01AT/B/88/228(1997)) კუთვნილი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 25%-ის (ჯამში კომპანიის წილის 38%-ის) შპს „სისტემ ნეტის“ (ს/კ 205267423) მიერ შეძენაზე  წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიამ განცხადებაში მითითებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით 2021 წლის  24  მაისს  №გ-21-08/1497  წერილით  მიმართა  შპს  „საქართველოს  ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ სადაც მოითხოვა 2021 წლის 27 მაისამდე წარმოედგინა

გარიგებაში მონაწილე პირების (გამყიდველი, მყიდველი) წერილობითი თანხმობა, რაზეც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ 2021 წლის 27 მაისის №2.3/116/ნშმთ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/2364 28.05.2021) უპასუხა, რომ აღნიშნული მოთხოვნა გადაგზავნილი იყო მათ პარტნიორ და ბენეფიციარ მესაკუთრეებთან და იმყოფებოდნენ მოლოდინის რეჟიმში, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ 2021 წლის 10 ივნისის №გ-21-08/1720 წერილით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ხელახლა განუსაზღვრა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად მაქსიმალური ვადა, 2021 წლის 14 ივნისი და ასევე აცნობა, რომ დოკუმენტაციის აღნიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღებდა გადაწყვეტილებას განუხილველად დაეტოვებინა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2021 წლის 18 მაისის №2.3/111/ნშმთ განცხადება.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მითითებულ ვადებში კომისიის მიერ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დამატებითად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ განუხორციელებია, რის გამოც კომისიამ  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (ს/კ

204876081) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე საკითხის სხდომაზე გატანის დღედ ჩანიშნა 2021 წლის 24 ივნისი, აღნიშნულ დღეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ N2.3/148ნშმთ წერილით კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/2718 24.06.2021) კომისიის მიერ 2021 წლის 24 მაისის №გ-21-08/1497 წერილის საფუძველზე მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საკითხის  განხილვა  გადატანილი  იქნა  2021  წლის  1  ივლისის  სხდომაზე.  ასევე  შპს

„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 24 ივნისის N2.3/148ნშმთ წერილის საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი წარმოდგენილი იყო 2021 წლის 28 ივნისს N2.3/153ნშმთ წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/2766 28.06.2021). აღნიშნული დოკუმენტიდან, კერძოდ "შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მოწილეთა წერილობითი დასტურიდან, ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ გარიგებაში მონაწილე პირს, სს „OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურებას“ შეცვლილი აქვს სახელწოდება და დოკუმენტში წარმოდგენილია, როგორც კომპანია „კოსმოტე ტექნიკალ სერვისიზ“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაცია“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ  პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს  ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1     ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3     ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4     მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6    საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7     ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.4     მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს „სისტემ ნეტ2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებულ  პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4      მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა 

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6    საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება 

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

B.F.3     მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.M.1    მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „საქართველოს ცენტრალური     კავშირგაბმულობის    კორპორაციის“ დამფუძნებლები და წარმომადგენლები არიან:

დამფუძნებელი / წარმომადგენელი

წილი (%)

შპს სისტემ ნეტ (205267423)

49%

სს OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურება

(000584801000, 16392/01AT/B/88/228(1997))

 

25%

შპს მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგ (R-12975)

13%

შპს ჯენერი (094073526)

13%

ფპ ნანა შარაშენიძე (35001017091)

დირექტორი

 

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაციის“   დამფუძნებლები სს  OTEplus  ტექნიკური  და  ბიზნეს   გადაწყვეტილებების  დაცვის  მომსახურება“,  შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგ“ და შპს „ჯენერი“ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, ასევე კომპანიის  დირექტორი  ფპ  ნანა  შარაშენიძე  არც  სხვა  ავტორიზებულ  პირებში  ფლობს წილებს და არც სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენელია, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან, ხოლო კომპანიის წილის 49%-ის მფლობელი შპს „სისტემ ნეტ“ ფლობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „ახალ ქსელებში“ 10%-ს, და ავტორიზებულ პირ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტში“ 50%-ს, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს   „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „სისტემ ნეტ“, შპს „ახალი ქსელები“ და         შპს   „ოპტიკურ  ბოჭკოვანი   ტელეკომუნიკაციის  ქსელ-ფოპტნეტი“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

შპს „სისტემ ნეტის“ პარტნიორები (დამფუძნებლები) და წარმომადგენლები არიან:

 

დამფუძნებელი / წარმომადგენელი

წილი (%)

ფ/პ ავთანდილ იაშვილი (01002004622)

29.349%

ფ/პ ილია ინჯია (01007000232)

24.709%

ფ/პ ფრიდონ ინჯია (01007000616)

15.318%

ფპ ნაირა კვესელავა (01013008190)

7.781%

ფპ ხათუნა ინჯია (01007005738)

5.714%

ფპ თეიმურაზ ბერიშვილი (01026001596)

4.183%

ფპ ლალი რუხაია (01007002598)

4.149%

ფპ ლილი სუხიტაშვილი (01017003643)

2.091%

ფპ გიორგი იაშვილი (0563578047)

2.028%

ფპ კოტე სამუშია (01017003792)

1.699%

ფპ ჯამბულ გეგეჭკორი (01017000485)

1.171%

ფპ ნოდარ გაბედავა (062001023917)

1.038%

ფპ დავით დურგლიშვილი (01001046602)

0.648%

ფპ ქეთევან ასიტაშვილი (01035000176)

0.064%

ფპ სერგო ჩიკვილაძე (01017008377)

0.042%

ფპ თამარ ჩხაიძე (01017035001)

0.016%

ფპ ილია ინჯია (01007000232)

დირექტორი

 

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სისტემ ნეტის“ დამფუძნებელი ფიზიკური პირები თამარ ჩხაიძე, სერგო ჩიკვილაძე, ქეთევან  ასიტაშილი,  დავით  დურგლიშვილი,  ნოდარ  გაბედავა,  ჯამბულ   გეგეჭკორი, გიორგი    იაშვილი,    ლალი    რუხაია,    თეიმურაზ    ბერიშვილი    და    ხათუნა    ინჯია, ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  სხვა  ავტორიზებულ   პირებში  წილებს  არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2    მუხლის    ჰ33      ქვეპუნქტის    თანახმად    ისინი    სხვა    ავტორიზებულ    პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირები კოტე სამუშია, ლილი სუხიტაშილი, ნაირა კვესელავა, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ იაშვილი და ილია ინჯია ფლობენ წილებს  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ შემდეგ პირებში:

 

 

ფიზიკური პირი

 

ავტორიზებული პირი (ს/კ)

 

წილი

ავთანდილ იაშვილი

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

29.35%

 

 

შპს გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირი (ს/კ

404894762)

 

50%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

33.18%

შპს       ქართული       სატელეფონო       კომპანია       ჯტს

(ს/კ211370050)

 

25%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი-

ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

 

14.30%

 

 

ილია ინჯია

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

24.71%

შპს ევრიკა ტელერადიოკომპანია (ს/კ 203844723)

100%

შპს       ქართული       სატელეფონო       კომპანია       ჯტს

(ს/კ211370050)

 

25%

 

 

ფრიდონ ინჯია

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

15.32%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

46.24%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი-

ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

 

22.30%

 

 

ნაირა კვესელავა

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

7.78%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

1.60%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი-

ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

 

1.40%

 

 

ლილი სუხიტაშვილი

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

2.09%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

4.16%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი-

ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

 

3.40%

 

თავის  მხრივ  შპს  „სისტემ  ნეტ“  ფლობს  ელექტრონული  კომუნიკაციების   სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „ახალ ქსელებში“ კომპანიის წილის 10%-ს, ავტორიზებულ პირ შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტში“ კომპანიის წილის 50%-ს და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ავტორიზებულ პირ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში“ კომპანიის წილის 49%-ს, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „სისტემ ნეტ“, შპს  „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაცია“,  შპს  „ახალი  ქსელები“შპს  „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტი“,  შპს „გაერთიანებული  მობილურების სპეც  კავშირი“,  შპს   „ევრიკა   ტელერადიოკომპანია“   და  შპს  „ქართული   სატელეფონო კომპანია ჯტს“ ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 18 მაისის N2.3/111/ნშმთ განცხადების თანახმად, შპს „სისტემ ნეტს“ განზრახული აქვს სს OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურების“ კუთვნილი კომპანიის წილის 25%-სა და შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგ“ კუთვნილი წილის 13%-ის შესყიდვა, რის შემდეგაც შპს „სისტემ ნეტ“ გახდება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 87%-ის მფლობელი, რაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წესდების მიხედვით მას ანიჭებს გადაწყვეტილებუნარიანობას.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს ფიქსირებულ   საცალო   სატელეფონო   მომსახურებას   ქალაქ   რუსთავში,   ფიქსირებულ ინტერნეტ   მომსახურებასა  და  მაუწყებლობის  ტრანზიტის  მომსახურებას  გარდაბნის რაიონსა და ქალაქ რუსთავში.

კომისიის     საერთო     სტატისტიკური     ბაზის     მონაცემების     თანახმად, შპს „საქართველოს  ცენტრალური     კავშირგაბმულობის      კორპორაციის“  შემოსავლებმა აღნიშნული საცალო მომსახურებებიდან 2020 წლის  იანვრიდან 2021 წლის მაისის თვის ჩათვლით   ჯამურად   შეადგინა   5,637,690   ლარი   დღგ-ს   გარეშე,   ხოლო   აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებაზე  შეადგინა  9,295  აბონენტი   (ქალაქ  რუსთავის  ფიქსირებული  საცალო სატელეფონო  მომსახურების  აბონენტების  80.92%),  ფიქსირებული  საცალო  ინტერნეტ მომსახურებაზე 13,718 აბონენტი (გარდაბნის რაიონისა და ქალაქ რუსთავის ფიქსირებული საცალო   ინტერნეტ   მომსახურების   აბონენტების   6.22%   და   34.12%   შესაბამისად)   და მაუწყებლობის ტრანზიტის  მომსახურებაზე - 9,805 აბონენტი (გარდაბნის რაიონისა და ქალაქ რუსთავის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების 1.74% და 29.67% შესაბამისად).

 

საცალო მომსახურება

შემოსავლები (ლარი

დღგ-ს გარეშე)

 

(%)*

აბონენტების

რაოდენობა

 

(%)**

ფიქსირებული საცალო სატელეფონო

მომსახურება (რუსთავი)

 

638,430

 

74.12%

 

9,295

 

80.92%

ფიქსირებული  ინტერნეტ

მომსახურება (რუსთავი)

 

3,261,034

 

33.58%

 

12,760

 

34.12%

მაუწყებლობის ტრანზიტის

მომსახურებას(რუსთავი)

 

1,384,453

 

18.95%

 

9,661

 

29.67%

ფიქსირებული  ინტერნეტ

მომსახურება (გარდაბნის რაიონი)

 

329,353

 

6.22%

 

958

 

6.22%

მაუწყებლობის ტრანზიტის

მომსახურებას (გარდაბნის რაიონი)

 

24,420

 

1.18%

 

144

 

1.74%

სულ

5,637,690

 

* წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის შემოსავალში

** წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის აბონენტების რაოდენობაში

 

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს ასევე საბითუმო სეგმენტზე მომსახურებების მიწოდებას, კერძოდ: ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარის      მომსახურებას,    საბითუმო     მონაცემთა     გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას  და  საბითუმო  ხმოვან  მომსახურებას  (ურთიერთჩართვა  რეზიდენტ  და არარეზიდენტ ოპერატორებთან, ტრანზიტი და სხვა) და აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს 174,983 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 2.81%-ს შეადგენს.

 

 

 

საბითუმო მომსახურება

 

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

(%)

(წილი კომპანიის მთლიან შემოსავალში)

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით

მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა

 

9,775

 

0.16%

საბითუმო ხმოვანი მომსახურება

144,662

2.32%

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა

20,545

0.33%

სულ

174,983

2.81%


აღსანიშნავია,    რომ    შპს    „საქართველოს      ცენტრალური     კავშირგაბმულობის კორპორაცია“    განსაზღვრული   არის   მნიშვნელოვანი   საბაზრო   ძალაუფლების   მქონე ავტორიზებულ პირად  კომუნიკაციების კომისიის შემდეგი  გადაწყვეტილებების თანახმად:   2010    წლის    17    სექტემბრის    N428/9    გადაწყვეტილება „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან  დაშვებისა  და  ურთიერთჩართვის  (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება)  საბითუმო    ბაზრის    შესაბამის    სეგმენტებზე    კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება N620/9     „საკომუნიკაციო   საკანალიზაციო   არხებთან   დაშვების   საბითუმო   ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილება „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ და 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.

აღნიშნული გადაწყვეტილებების (N428/9, N620/9, N345/22 და N671/9)   თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ განსაზღვრული არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ქ. რუსთავში მომსახურების ბაზრის შემდეგ სეგმენტებზე: ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზარზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე  და გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზარზე, ხოლო საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად განსაზღვრულია მთელ საქართველოში. კომპანიას აღნიშნულ ბაზრებზე დაეკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31- ე, 32-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

კომისიის  საერთო  სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  შემოსავლები რეგულირებას დაქვემდებარებულ მომსახურების ბაზრებიდან 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით  შეადგენს   კომპანიის მთლიანი შემოსავლების 0,5%-ზე ნაკლებს.

შპს  „სისტემ   ნეტ“   ახორციელებს  სატელეკომუნიკაციო  საბითუმო  და   საცალო მომსახურებას,  კერძოდ:  საბითუმო  მონაცემთა  გადაცემით/ინტერნეტით  მომსახურებას (ლოკალური და გლობალური ინტერნეტი, გაფართოებული ურთიერთჩართვა), საბითუმო ხმოვან მომსახურებას (ურთიერთჩართვა რეზიდენტ და არარეზიდენტ ოპერატორებთან, ტრანზიტი   და   სხვა),   ფიქსირებულ   საცალო    (სადენიანი   და   უსადენო)   ინტერნეტ მომსახურებას, ჰოსტინგს და სხვას.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს  „სისტემ ნეტის“  შემოსავლები აღნიშნული მომსახურებებიდან 2020 წლის  იანვრიდან 2021 წლის

მაისის ჩათვლით   შეადგენს    8,702,530 ლარს დღგ-ს გარეშე, მათ შორის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ-მომსახურების 160,906 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლების 1.8%-ს შეადგენს, ხოლო აბონენტების რაოდენობა 2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებაზე შეადგენს 13 აბონენტს, ყველა მათგანი იურიდიული პირი აბონენტია, საიდანაც 7 აბონენტი ზესტაფონის რაიონში და 6 ქალაქ თბილისში.

 

 

მომსახურება

შემოსავლები (ლარი

დღგ-ს გარეშე)

 

(%)

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება

160,906

1.85%

საცალო მომსახურება სხვა

119,429

1.37%

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება

4,706,008

54.08%

საბითუმო ხმოვანი მომსახურება

247,163

2.84%

სხვა საბითუმო მომსახურება

2,063,846

23.72%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

1,405,177

16.15%

სულ

8,702,530

100%


 

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ

მომსახურება

შემოსავლები (ლარი

დღგ-ს გარეშე)

 

(%)*

აბონენტების

რაოდენობა

 

(%)**

თბილისი

157,734

0.11%

6

34.12%

ზესტაფონის რაიონი

3,172

6.22%

7

0.08%

სულ

160,906

 

13

 

*წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის შემოსავალში

** წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის აბონენტების რაოდენობაში

 

 

 

 

კომისიის  2016  წლის  8  სექტემბრის  N  620/19  გადაწყვეტილების  თანახმად,  შპს

„სისტემ   ნეტ“   განსაზღვრულია  მნიშვნელოვანი  ძალაუფლების  მქონე   ავტორიზებულ პირად  საკომუნიკაციო  საკანალიზაციო  არხებთან  დაშვების   საბითუმო   ბაზარზე,  და აღნიშნულ ბაზარზე დაეკისრა ”ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები:  ინფორმაციის   გამჭვირვალეობის  უზრუნველყოფის  ვალდებულება, დისკრიმინაციის     აკრძალვის  ვალდებულება, დანახარჯებისა  და   შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის  ვალდებულება, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის  ელემენტებთან  დაშვების  ვალდებულება  და  სატარიფო  რეგულირებისა  და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს  „სისტემ ნეტის“  შემოსავლები  რეგულირებას დაქვემდებარებული  ზემოთაღნიშნული  ბაზრიდან 2020 წლის იანვრის თვიდან არ უფიქსირდება.

როგორც უკვე აღინიშნა, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საცალო მომსახურების მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის რაიონში და კომპანიის აბონენტების რაოდენობა 2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან შეადგენს 9,295 აბონენტს, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 13,718 აბონენტს და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან - 9,805 აბონენტს, ხოლო შპს „სისტემ ნეტი“ ახორციელებს საცალო მომსახურებას მხოლოდ ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურების სეგმენტზე ქალაქ თბილისსა და ზესტაფონის რაიონში და მისი აბონენტების რაოდენობა შეადგენს 13-ს. შესაბამისად თუ შეძენის შედეგად ჩამოყალიბდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებული სტრუქტურა - აღნიშნული გაერთიანებული სტრუქტურა ვერ იქნება მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების საფუძველი ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების, ფიქსირებულ  ინტერნეტ მომსახურებისა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების საცალო სეგმენტებზე.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოსავლების უმეტეს ნაწილს (97%-ს)   საცალო სეგმენტიდან, კერძოდ ფიქსირებული სატელეფონო, ფიქსირებული ინტერნეტ და   მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებებიდან აგენერირებს, მაშინ როცა შპს „სისტემ ნეტის“ შემოსავლების (80%) საბითუმო    გაყიდვებზე მოდის. რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ტრანზაქცია სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის ანალიზის თვალსაზრისით შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც ვერტიკალური გარიგება. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საბითუმო ინტერნეტის შესყიდვების   ფაქტიურად მთლიანი მოცულობა (98%) და ასევე გაფართოებული ურთიერთჩართვის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილიც (43.48%) შპს „სისტემ ნეტზე“ მოდის.   შესაბამისად შპს „სისტემ ნეტის“ კუთვნილი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 49%-დან 87-% მდე გაზრდის შედეგად ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურის ჩამოყალიბების შემთხვევაში - აღნიშნული    ვერ იქნება საბითუმო ბაზარზე მიწოდების ნაწილში კონკურენციის შემზღუდველი, რადგან ამ ორ ავტორიზებულ პირს შორის უკვე არსებობს მოთხოვნა მიწოდების ზემოთ მოყვანილი სტრუქტურა.

 

 

ბაზრის სეგმენტი

შპს „საქართველოს ცენტრალური

კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოსავალი (ლარი)

 

შპს „სისტემ ნეტის“ შემოსავალი (ლარი)

საცალო

6,047,630

97.19%

280,335

3.22%

საბითუმო

174,982.50

2.81%

7,017,018

80.63%

სხვა

0

0%

1,405,177

16%

სულ

6,222,612.61

100%

8,702,530

100%

 

 

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია

 

 

შესყიდვა

სულ

მომსახურების ღირებულება (ლარი)

 

 

(%)

 

გაფართოებული ურთიერთჩართვა

მხოლოდ

გლობალურ ინტერნეტში წვდომა

კავკასუს ონლაინი -

(211380833)

 

4,250

 

0.60%

 

4,250

 

0

რკინიგზის ტელეკომი -

(202239737)

 

4,250

 

0.60%

 

4,250

 

0

სილქნეტი - (204566978)

4,250

0.60%

4,250

0

სისტემ ნეტ - (205267423)

700,153

98.21%

25,500

674,653

სულ შესყიდვები

712,903

100%

38,250

674,653

 
 

 

გაყიდვები

 

სულ შემოსავალი (ლარი)

 

(%)

 

გაფართოებული ურთიერთჩართვა

კავკასუს ონლაინი -

(211380833)

 

1,275

 

13.04%

 

1,275

რკინიგზის ტელეკომი -

(202239737)

 

2,125

 

21.74%

 

2,125

სილქნეტი - (204566978)

2,125

21.74%

2,125

სისტემ ნეტ - (205267423)

4,250

43.48%

4,250

სულ გაყიდვები

9,775

100%

9,775

ყოველივე    ზემოთ    აღნიშნულიდან    გამომდინარე,    „საქართველოს    ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე შესაძლოა ჩამოყალიბდეს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ამასთანავე ურთიერთკონტროლის განხორცილების საშუალებით ვერ შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების   მოპოვებას,     შესვლის     დაბრკოლებების  ჩამოყალიბებას ან/და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას.

ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დგინდება, რომ აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში არ არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული წილის     შეძენის     გამოკვლევის     აუცილებლობის     წინაპირობა,     შესაბამისად,     შპს „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  წილის  38%-ის  შპს„სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 1.      მიეცეს     თანხმობა     შპს     „საქართველოს     ცენტრალური     კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე;

2.      განემარტოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, რომ        ამ    გადაწყვეტილების    შესაბამისად,    წილის    მფლობელის    ცვლილების შემთხვევაში, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის   განუხორციელებლობის   შემთხვევაში,  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4.      დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

5.    გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს

„საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციისათვის“  ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები