წვდომის მენიუ

შპს „ჰანი ჰოსთის“ წილის 30%-ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 476

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2021 12:12

მიღების თარიღი აგვისტო 19, 2021

შპს „ჰანი ჰოსთის“ წილის 30%-ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „ჰანი ჰოსთმა“ (ს/კ 405358223) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3462 09.08.2021), კომპანიის წილის 30%- ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის (პ/ნ 01013018379) მიერ შეძენაზე  წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ჰანი ჰოსთ“ 2019 წლის 7 ნოემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებაზე (B.F.2.10).

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „ჰანი ჰოსთის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 11 338 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში 9 756 ლარი დღგ-ს გარეშე, კომპანიის განცხადების მიხედვით აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 149 აბონენტი.

მეწარმეთა   და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ჰანი ჰოსთის“ პარტნიორი, წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორი არის ფიზიკური პირი გიორგი ბულია (პ/ნ 19001096758).

შპს „ჰანი ჰოსთის“ 2021 წლის 9 აგვისტოს განცხადების თანახმად, კომპანიაში დაგეგმილი  პარტნიორის  ცვლილების  საფუძველზე  ფიზიკურ  პირ  ბექა  კვახაძეს  (პ/ნ 01013018379) განზრახული აქვს კომპანიის პარტნიორის, წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის გიორგი ბულიას კუთვნილი კომპანიის წილიდან 30%-ის შეძენა.

 კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჰანი ჰოსთ“, მისი პარტნიორი, წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორი გიორგი ბულია ასევე, ფიზიკური პირი ბექა კვახაძე, რომელსაც განზრახული აქვს კომპანიის წილის

30%-ის შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჰანი ჰოსთის“ წილის 30%-ის ფიზიკური პირის   ბექა კვახაძის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ჰანი ჰოსთისთვის“ წილის 30%-ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „ჰანი ჰოსთს“, შპს „ჰანი ჰოსთის“ წილის 30%-ის ფიზიკური პირის ბექა კვახაძის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს  შპს  „ჰანი  ჰოსთს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჰანი ჰოსთ“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების  მიღებიდან  6  (ექვსი)  თვის  განმავლობაში.  აღნიშნულ  ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ჰანი ჰოსთ“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰანი ჰოსთისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰანი ჰოსთისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ჰანი ჰოსთისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები