შპს „პისი მაქსის“ (ს/კ 206343875) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მამუკა ქავთარაძის და შპს „პისი მაქსის“ (ს/კ 206343875) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ ქვილითაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 10, 2021 11:55
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2021
შპს „პისი მაქსის“ (ს/კ 206343875) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ მამუკა ქავთარაძის და შპს „პისი მაქსის“ (ს/კ 206343875) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ ქვილითაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 26 იანვარს წერილით მიმართა შპს „პისი მაქსმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/308 26.01.2021), შპს „პისი მაქსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - მამუკა ქავთარაძის და შპს „პისი მაქსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - ვლადიმერ ქვილითაიას მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერავიო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პისი მაქსი“ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
შპს „პისი მაქსი“ ახორციელებს ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან დაშვების მომსახურებას შემდეგ მიმართულებებზე: თბილისი - ფოთი; სენაკი - ხობი - ზუგდიდი; თბილისი - თელავი; თბილისი - ქუთაისი; თბილისი - ლარსი; ზუგდიდი - ანაკლია; ახალციხე - ახალქალაქი.
შპს „პისი მაქსის“ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წელს შეადგინა 4 390 292 ლარი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „პისი მაქსის“ წილის 100%-ის მფლობელია ნიკოლოზ დიდებულიძე. შპს „პისი მაქსის“ დირექტორია ლევან ხუნდაძე.
შპს „პისი მაქსის“ მიერ №შ-21-6/308 26.01.2021 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ დიდებულიძის კუთვნილი შპს „პისი მაქსის“ წილის 100%-დან 50%-ის შეძენის სურვილი გააჩნია ფიზიკურ პირ - მამუკა ქავთარაძეს, ხოლო დანარჩენი 50%-ს შეძენის სურვილი გააჩნია ფიზიკურ პირ - ვლადიმერ ქვილითაიას.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „პისი მაქსის“ წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირების, მამუკა ქავთარაძის და ვლადიმერ ქვილითაიას აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „პისი მაქსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - მამუკა ქავთარაძის და შპს „პისი მაქსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - ვლადიმერ ქვილითაიას მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „პისი მაქსის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირების, მამუკა ქავთარაძის (წილის 50%) და ვლადიმერ ქვილითაიას (წილის 50%) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „პისი მაქსს“, შპს „პისი მაქსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - მამუკა ქავთარაძის და შპს „პისი მაქსის“ წილის 50%-ის ფიზიკურ პირ - ვლადიმერ ქვილითაიას მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „პისი მაქსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „პისი მაქსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პისი მაქსისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პისი მაქსისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „პისი მაქსისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
