შპს "სიმნეტის" წილის 60%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 15, 2021 10:28
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2021
შპს "სიმნეტის" წილის 60%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „სიმნეტმა“ (ს/კ 424066441) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4104 10.09.2021) კომპანიის წილის 60%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის (პ/ნ 49001012246) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისიის მიერ 2021 წლის 15 სექტემბრის Nგ-21-08/2644 წერილის საფუძველზე კომპანიისგან მოთხოვნილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ კომპანიის შემოსავლებისა და პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულების (აფილირების) საკითხის დაზუსტება, ასევე ტრანზაქციაში მონაწილე პირების (წილის გამყიდველისა და პოტენციური მყიდველის) განზრახულობა აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებაზე. მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა 2021 წლის 20 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4208, Nშ-21-6/4209 20.09.2021).
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სიმნეტი“ 2012 წლის 4 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სიმნეტი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ზუგდიდის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ბორჯომისა და ამბროლაურის რაიონებში. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2020 წლისა და 2021 წლის პირველი 7 (შვიდი) თვის მანძილზე შეადგინა 515,195.13 ლარი დღგ-ს გარეშე და 305,487.05 ლარი დღგ-ს გარეშე შესაბამისად, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს შეადგინა 2,209 და 2021 წლის ივლისის თვის ბოლოს - 2,283 აბონენტი.
|
გეოგრაფიული არეალი |
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
აბონენტები |
||||||
|
2020 |
% |
2021 (7/12) |
% |
2020 წლის 31 დეკემბერი |
% |
2021 წლის 31 ივლისი |
% |
|
|
ადიგენის რაიონი |
88,904 |
18.77% |
55,425 |
15.56% |
468 |
21.77% |
408 |
17.36% |
|
ამბროლაურის რაიონი |
562 |
0.19% |
349 |
0.16% |
2 |
0.39% |
2 |
0.24% |
|
ასპინძის რაიონი |
126,713 |
34.92% |
85,860 |
32.31% |
345 |
25.48% |
589 |
33.60% |
|
ახალციხის რაიონი |
296,307 |
15.73% |
162,598 |
12.72% |
1,378 |
16.51% |
1,277 |
14.65% |
|
ბორჯომის რაიონი |
240 |
0.01% |
280 |
0.02% |
2 |
0.02% |
2 |
0.02% |
|
ზუგდიდის რაიონი |
2,117 |
0.04% |
685 |
0.02% |
10 |
0.04% |
3 |
0.01% |
|
თბილისი |
202 |
0.00% |
200 |
0.00% |
2 |
0.00% |
1 |
0.00% |
|
რუსთავი |
149 |
0.00% |
88 |
0.00% |
2 |
0.01% |
1 |
0.00% |
|
სულ |
515,195 |
0.287% |
305,485 |
0.288% |
2,209 |
0.43% |
2,283 |
0.44% |
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B20093639, 16/11/2020 12:21:55) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად: შპს „სიმნეტის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები:
ბორის მელიქიანი (პ/ნ 01007005447) – 20%; ბორის მელიქიანი (პ/ნ 01150138914) – 20%; კრისტინა სარქისიანი (პ/ნ 01019040869) – 20%; მარია თამამიანი (პ/ნ 01007002163) – 20%; მიხეილ მელიქიანი (პ/ნ 01250070240) – 20%; კომპანიის დირექტორი არის დავით ცერცვაძე (პ/ნ 01010007185).
შპს „სიმნეტის“ 2021 წლის 10 სექტემბრის განცხადების თანახმად კომპანიის პარტნიორებს: ბორის მელიქიანს (პ/ნ 01007005447), კრისტინა სარქისიანს და მარია თამამიანს განზრახული აქვთ მათ საკუთრებაში არსებული შპს „სიმნეტის“ წილის 60%-ის სრულად გასხვისება ფიზიკურ პირ ნინო თოთაძეზე (პ/ნ 49001012246). აღნიშნული
ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიის დირექტორის ცვლილება არ იგეგმება და შპს „სიმნეტის“ წილები გადანაწილდება შემდეგნაირად:
ნინო თოთაძე (პ/ნ 49001012246) – 60%; ბორის მელიქიანი (პ/ნ 01150138914) – 20%; მიხეილ მელიქიანი (პ/ნ 01250070240) – 20%;
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებისა და კომპანიის 2021 წლის 20 სექტემბრის განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4209 20.09.2021) თანახმად შპს „სიმნეტი“, მისი პარტნიორი ფიზიკური პირები: ბორის მელიქიანი (პ/ნ 01007005447), ბორის მელიქიანი (პ/ნ 01150138914), კრისტინა სარქისიანი, მარია თამამიანი, მიხეილ მელიქიანი, კომპანიის დირექტორი დავით ცერცვაძე და კომპანიის წილის 60%-ის პოტენციური მყიდველი ნინო თოთაძე საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიმნეტის“ პარტნიორების კუთვნილი წილის 60%-ის ნინო თოთაძის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სიმნეტის“ წილის 60%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სიმნეტს“, შპს „სიმნეტის“ წილის 60%-ის ფიზიკური პირის ნინო თოთაძის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სიმნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სიმნეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
