სს „აი თი დი სის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2021 17:19
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2021
სს „აი თი დი სის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2021 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა სს „აი თი დი სიმ“ (ს/კ 404399664) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-7/4338 28.09.2021) სს „აი თი დი სის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის, კერძოდ www.myvideo.ge პლატფორმის და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო არამატერიალური და მატერიალური ქონებრივი აქტივების შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
სს „აი თი დი სი“ 2016 წლის 16 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) კომპანიის აქციათა რეესტრის 2021 წლის 25 სექტემბრის ამონარიდის თანახმად, სს „აი თი დი სის“ წილის 93.31%-ის ფლობელი არის შპს „დიჯითალ ედს“ (ს/კ 404963955), კომპანიის წილის 5.88%-ის მფლობელი არის შპს „ჯი თი ჯი“ (ს/კ 404567919) და წილის 0.81%-ის ა(ა)იპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“ (ს/კ 204426282),
კომპანიის გენერალური დირექტორი არის ფიზიკური პირი დავით ჟღენტი (პ/ნ 01019010462).
სს „აი თი დი სი“ 28 სექტემბერის განცხადების საფუძველზე კომისიისგან ითხოვს წინასწარ თანხმობას მის საკუთრებაში არსებული პლათფორმის www.myvideo.ge -ს და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო არამატერიალური და მატერიალური ქონებრივი აქტივების შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ საკუთრებაში გადაცემაზე, კერძოდ სხვადასხვა სახის სერვერები, მათი ნაწილები, სისტემური ბლოკები, პროცესორები, კომპიუტერები ასევე არამატერიალური აქტივი ვებ-პორტალი www.myvideo.ge და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საავტორო უფლებები.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ (ს/კ 404503042) პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელი არის შპს „დიჯითალ ედს“ (ს/კ 404963955), ხოლო დირექტორი არის მიხეილი მახათელაშვილი (პ/ნ 20001062295).
შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ აღნიშნული საკითხის განხილვის დღიდან (2021 წლის 21 ოქტომბრიდან) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შესაბამისად ავტორიზებული საქმიანობა ჯერ არ განუხორციელებია და შემოსავლებიც არ უფიქსირდება.
შპს „დიჯითალ ედს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღისთვის არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, თუმცა თუმცა ის, როგორც უკვე აღინიშნა, არის აღნიშნულ ტრანზაქციაში მონაწილე ორივე მხარის (როგორც მყიდველის ისე გამყიდველის) მნიშვნელოვანი წილის, კერძოდ სს „აი თი დი სის“ 93.31%-ის და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ 100%-ის მფლობელი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებისა და კომპანიის განცხადების თანახმად, სს „აი თი დი სი“ და მისი პარტნიორები შპს „დიჯითალ ედს“, შპს „ჯი თი ჯი“ და ა(ა)იპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“, ასევე, კომპანიის გენერალური დირექტორი, ფიზიკური პირი, დავით ჟღენტი და ტრანზაქციაში მონაწილე მეორე მხარე (მყიდველი) შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ და მისი დირექტორი ფიზიკური პირი მიხეილ მახათელაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სხვა სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, სს „აი თი დი სი“ ავტორიზებული საქმიანობიდან ახორციელებს ინტერნეტ ტექნოლოგიით (ციფრული ინტერნეტ-ტელევიზია) მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2020 წლისთვის შეადგინა 23,796 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 2021 წლის იანვრის თვიდან ამავე წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგინა 17,352 ლარი დღგ-ს გარეშე (საქართველოს ინტერნეტ ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 8.56%), აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის აგვისტოს თვის ბოლოს შეადგინა 118 აბონენტი (საქართველოს ინტერნეტ ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების 4.72%). ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებული ზემოთ აღნიშნული შემოსავლები კომპანიის მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 2%-ს შეადგენს.
კომისიის 1 ოქტომბრის გ-21-08/2811 წერილზე პასუხად სს „აი თი დი სიმ“ 2021 წლის 6 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4476 06.10.2021) დააზუსტა, რომ მთლიანი ბიზნესი, რასაც წარმოადგენს ნასყიდობის საგანი, მათ შორის აბონენტებთან მომსახურების ყველა პირობა რჩება უცვლელი, იცვლება მხოლოდ მესაკუთრე, რაზეც კომპანია მოახდენს აბონენტების კანონის შესაბამისობაში ინფორმირებას.
სს „აი თი დი სიმ“ კომისიაში 2021 წლის 19 ოქტომბერს წარმოდგენილი განცხადებით დააზუსტა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-7/4641 19.10.2021), რომ აღნიშნული ტრანზაქცია კომპანიის შიდა ოპტიმიზაციის მიზნებიდან გამომდინარეობს, კერძოდ ის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ გადასცემს პლათფორმას www.myvideo.ge და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ და არამატერიალურ ქონებრივ აქტივებს სრულად, განცხადებაში ის ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად ის შეწყვეტს აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რაც გულისხმობს სრულად ავტორიზებული საქმიანობის შეწყვეტას და ის მთლიანად გადავა შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსზე“.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ არ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) და ის აღნიშნულ ტრანზაქციამდე არ ახორციელებდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას, სს „აი თი დი სის“ ზემოთ აღნიშნული საოპერაციო აქტივის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალ გარემოებას არ ქმნის და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს „აი თი დი სისათვის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის ნაწილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27- ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა სს „აი თი დი სის“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ მიერ შეძენაზე;
2. სს „აი თი დი სის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, სს „აი თი დი სიმ“ და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სს „აი თი დი სი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. განემარტოთ სს „აი თი დი სის“ და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „აი თი დი სის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, სს „აი თი დი სი“ და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „აი თი დი სისთვის“ და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი., №64), სს „აი თი დი სისთვის“ და შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
