შპს „ინექსფონის“ წილის შპს „კეიჯისა“ და შპს „ქეთევან ქართველიშვილის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2021 12:54
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2021
შპს „ინექსფონის“ წილის შპს „კეიჯისა“ და შპს „ქეთევან ქართველიშვილის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 6 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „ინექსფონმა“ (ს/კ 204545000) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/5288 06.12.2021), კომპანიის წილის 15%- ის შპს „კეიჯისა“ (ს/კ 402090018) და წილის 15%-ის შპს „ქეთევან ქართველიშვილის“ (ს/კ405493381) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინექსფონი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
შპს „ინექსფონი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო სატელეფონო მომსახურებას
VoIP ტექნოლოგიით ძირითადად ქ. თბილისში.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2020 წელს შეადგინა 1,146,234 ლარი (დღგ-ს გარეშე), 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 885,070 ლარი (დღგ-ს გარეშე) (ქ. თბილისის ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 5.16%), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს შეადგინა 9,926 აბონენტი, 2021 წლის 1 ნოემბრისთვის 9,956 აბონენტი (ქ. თბილისის ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურების აბონენტების 4.22%).
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21000288,06/01/2021 19:35:02) შპს „ინექსფონის“ (ს/კ 204545000) პარტნიორები არიან:
წილის 70%-ის მფლობელი - შპს „გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი“ (ს/კ 205022278) წილის 15%-ის მფლობელი - ფიზიკური პირი კახა გიუაშვილი (პ/ნ 01024006334) წილის 15%-ის მფლობელი - ფიზიკური პირი ქეთევან ქართველიშვილი (პ/ნ01024006334)კომპანიის დირექტორია ფიზიკური პირი რატი ახვლედიანი (პ/ნ 01024074068).
შპს „ინექსფონის“ 2021 წლის 6 დეკემბრის განცხადების თანახმად, კომპანიის პარტნიორ ფიზიკურ პირებს კახა გიუაშვილსა და ქეთევან ქართველიშვილს განზრახული აქვთ მათ საკუთრებაში არსებული კომპანიის წილის სრულად გაყიდვა, კერძოდ, ფიზიკურ პირ კახა გიუაშვილს თავისი კუთვნილი, შპს „ინექსფონის“ წილის 15%-ის მისივე 100%-იან საკუთრებაში მყოფ შპს „კეიჯიზე“ (ს/კ 402090018), ხოლო ფიზიკურ პირ ქეთევან ქართველიშვილს თავისი კუთვნილი, შპს „ინექსფონის“ წილის 15%-ის მისივე 100%-იან საკუთრებაში მყოფ შპს „ქეთევან ქართველიშვილზე“ (ს/კ 405493381) საკუთრებაში გადაცემა. როგორც შპს „ინექსფონის“ პარტნიორებმა კომპანიის 2021 წლის კრების ოქმში აღნიშნეს, აღნიშნული ტრანზაქცია მიზნად ისახავს გადასახადების ადმინისტრირების ოპტიმიზაციას.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
(განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B18062663, 08/06/201815:22:44) შპს „კეიჯის“ (ს/კ 402090018) 100%-იანი წილის მფლობელი პატრნიორი არის ფიზიკური პირი კახა გიუაშვილი (პ/ნ 01024006334), დირექტორი არის ფიზიკური პირი ოთარ ანყოსი (პ/ნ - 01027011230).
(განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21115967, 18/11/202114:42:21) შპს „ქეთევან ქართველიშვილის“ (ს/კ 405493381) 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი არის ფიზიკური პირი ქეთევან ქართველიშვილი (პ/ნ01024006334).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ინექსფონი“, მისი პარტნიორები და წარმომადგენლები, მისი წილის 30%-ის პოტენციური მყიდველები, შპს „კეიჯი“ და შპს „ქეთევან ქართველიშვილი“ და მათი წარმომადგენლები, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ინექსფონისთვის“ წილის 15%-ის შპს „კეიჯისა“ და წილის 15%-ის შპს „ქეთევან ქართველიშვილის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ინექსფონს“, შპს „ინექსფონის“ წილის 15%-ის შპს „კეიჯისა“ და წილის 15%-ის შპს „ქეთევან ქართველიშვილის“ მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ინექსფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ინექსფონი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ინექსფონი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ინექსფონისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
