წვდომის მენიუ

შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-21-12 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2021 12:34

მიღების თარიღი იანვარი 21, 2021

შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ვესტ ექსპრესმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/6513, 28.12.2020) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი კერძოდ, ვერ დგინდება, თუ როგორ აპირებს კომპანია მობილური საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-22/955 გადაწყვეტილებით შპს „ვესტ ექსპრესს“ განესაზღვრა 5 დღე რათა დამატებით წარმოედგინა დეტალური აღწერა და ტექნიკური სქემა, თუ როგორ მოხდება მობილური ქსელის საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდება.   შპს „ვესტ ექსპრესს” კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2020 წლის 31 დეკემბერს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „ვესტ ექსპრესის“ (ს/კ 412716681) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/6513, 28.12.2020);

2.  განემარტოს  შპს  „ვესტ ექსპრესს”,  რომ  ავტორიზაციის  განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ვესტ ექსპრესისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები