ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2021 17:32
მიღების თარიღი მარტი 11, 2021
ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილმა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/727, 17.02.2021) ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
კომისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2020 წლის დეკემბრის თვეში ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილის სახელზე ფიქსირდება 30 აქტიური აბონენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილს 2021 წლის 22 თებერვალს გაეგზავნა წერილი (Nგ-21-03/433) ელექტრონულ მისამართზე და განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა აბონენტების (სულ 30) გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის. კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილის (ს/კ11001000195) კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/727, 17.02.2021);
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილისთვის გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ინდ. მეწარმე დარეჯან როკეტიშვილისთვის ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
